მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ბელგია ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა.
ბელგიელთა მხრიდან გამორჩეული ლეანდრო ტროსარი იყო, რომელმაც 28-ე და 50-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა.
თავი კევინ დე ბრუინმა და რომელუ ლუკაკუმაც გამოიჩინეს, მატჩს კი წერტილი ალექსიის სალემაკერსმა დაუსვა.
ზელანდიელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი ელაიჟა ჯასთმა გაიტანა, რომელმაც წლევანდელ მუნდიალზე მე-3 გოლი მიითვალა.
ამ მოგებით ბელგიამ ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მე-2 ადგილზე კი ასევე 5 ქულით ეგვიპტე გავიდა, რომელმაც ირანთან 1-1 ითამაშა.
ეგვიპტის მეტოქე 1/16 ფინალში ავსტრალია იქნება. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება ირანის ნაკრებს, 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეიოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.