ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კაცთა -90 კგ. წონითი კატეგორიის დღეა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ პირველი ეტაპი გამოტოვა და მე-2 რაუნდში სერბ ბორის რუტოვიჩს დაუპირისპირდა.
სერბი ბოლო წუთს იუკოთი დაწინაურდა და ქართველმა სიტუაციის მოტრიალება ვეღარ შეძლო, შესაბამისად მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.
თავისი პირველი ორი დაპირისპირება მოიგო ლაშა ბექაურმა, რომელმაც ჯერ სამხრეთ კორეელი მინკი სონგი, შემდეგ კი სენეგალელი რაიან დაკოსტა დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე კარგად ნაცნობი სანშირო მურაო იყო, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
აქამდე მურაოს ბექაური არასდროს ჰყავდა დამარცხებული, თუმცა დღევანდელი დაპირისპირების პირველივე წუთს იპონის შესრულება შეძლო და გამარჯვება მოიპოვა.
ლუკა მაისურაძის მსგავსად ბექაურიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა, შესაბამისად დღეს საქართველო -90 კგ. წონით კატეგორიაში უმედლოდ რჩება.
ქალთა -70 კგ. კატეგორიაში წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ნინო გულბანმა, რომელიც ჩინელ ინგინგ ფენგთან ბოლო წამს შესრულებული ქამბექით მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა.
გულბანი ასპარეზობას 1/8 ფინალში გამოეთიშა, სადაც შეხვედრა შვედ იდა ერიქსონთან დათმო. შედეგად, დღე საქართველოსთვის უმედლოდ სრულდება.