ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კაცთა -90 კგ. წონითი კატეგორიის დღეა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ პირველი ეტაპი გამოტოვა და მე-2 რაუნდში სერბ ბორის რუტოვიჩს დაუპირისპირდა.
სერბი ბოლო წუთს იუკოთი დაწინაურდა და ქართველმა სიტუაციის მოტრიალება ვეღარ შეძლო, შესაბამისად მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.
თავისი პირველი ორი დაპირისპირება მოიგო ლაშა ბექაურმა, რომელმაც ჯერ სამხრეთ კორეელი მინკი სონგი, შემდეგ კი სენეგალელი რაიან დაკოსტა დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.
მომდევნო ეტაპზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე კარგად ნაცნობი სანშირო მურაო იქნება, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
ქალთა -70 კგ. კატეგორიაში წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ნინო გულბანმა, რომელიც ჩინელ ინგინგ ფენგთან ბოლო წამს შესრულებული ქამბექით მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს დაუპირისპირდება.