-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგა
ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს 4 წარმომადგენელი ჰყავს - ამ ტურში ორი მათგანის გუნდი ერთმანეთის პირისპირ ითამაშებს. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალისა და გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის შეხვედრა სამშაბთს, 20 ოქტომბერს, 23:00-ზე ენფილდზე გაიმართება.
მერსისაიდელებს საშინაო მატჩში კონორ ბრედლი, ჰუგო ეკიტიკე, ჟერემი ფრიმპონგი და დომინიკ სობოსლაი არ ეყოლებათ, ყვითელი წყალქვეშა ნავი კი მხოლოდ ნიკოლა პეპეს მოისაკლისებს. ქართველი კიპერი დიდი ალბათობით კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება, ხოლო მიქაუტაძის ძირითადში თამაში კი საკმაოდ სავარაუდოა.
ლივერპული და ვილიარეალი ერთმანეთს ბოლოს 2021/22 წლების სეზონის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 5:2 იმარჯვეს და ლიგის ფინალში გავიდნენ.
ტურის მთავარი მატჩი პარიზში გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პარკ დე ფრანსზე ბარსელონას მიიღებს და ჰანსი ფლიკის გუნდს სეზონში პირველი მარცხი აგემოს. კატალონიელები პარიზს თერთმეტმატჩიანი მოგებათა სერიითა და საოცარ ფორმაში მყოფი ლამინე იამალით სტუმრობენ.
ლუის ენრიკეს ბარსასთან მატჩში ნუნო მენდეში დააკლდება, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში კი რუნი ბარდაგჯი, ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია და ჟულს კუნდე არ იქნებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში გადაბარგების შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. გასული სეზონის ლიგის ფაზის შეხვედრაში ბარსელონა პსჟ-სთან შინ 2:1 დამარცხდა - ქართველმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. პსჟ-სა და ბარსელონას მატჩი სამშაბათს, 20 ოქტომბერს, 23:00-ზე გაიმართება.
კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეა ირაკლი აზაროვია. დონეცკის შახტარი გასვლაზე ინტერს დაუპირისპირდება - მატჩი ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს 23:00-ზე გაიმართება.
ევროპული ღამე თბილისში - იბერია 1999 v მიალბი
22 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ევროპული საკლუბო ტურნირის ჰიმნი გაისმება - 22 ოქტომბერს, კონფერენს ლიგის მეორე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სადაც იბერია შვედურ მიალბის დაუპირისპირდება.
თბილისური გუნდი პირველ ტურში გასვლაზე ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან დამარცხდა, ხოლო მიალბიმ შინ ანდორული ინტერი დაამარცხა - იბერიასა და მიალბის მატჩზე ვრცლად მატჩის პრევიუში მოგიყვებით.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. ბილეთები შეიძინეთ აქ
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოხვიდე 22-ში თამაშზე
დვალიშვილი v იანი 3
ქართული სპორტული მოვლენებით დატვირთულ კვირას მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა დახურავს - ტრილოგიის მესამე ნაწილი შაბათს, 24 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება.
UFC 333 ნამდვილად წლის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული მოვლენაა - გაერთიანებული საამიროების დედაქალაში ორი სატიტულო ბრძოლა გაიმართება. მთავარ ბრძოლაში ლეგენდარული ალექსნადერ ვოლკანოვსკი მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება, ქვემთავარ ბრძოლაში კი ქართველი მანქანა პიოტრ იანთან რევანშსა და ქამრის დაბრუნებას შეეცდება.
ღონისძიების მთავარი ეტაპი 20:00-დან დაიწყება - მერაბ დვალიშვილის ბრძოლასა და მთლიან ქარდზე კი ვრცლად UFC 333-ის პრევიუში მოგიყვებით.
წაიკითხეთ: დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები