ვილიარეალის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ტელეკონპანია DAZN-თან საუბარში ყოფილ კლუბზე, ლიონზე ისაუბრა.
ლიონმა მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა გაუშვა. როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, მიუხედავად რთული პერიოდისა, ლიონი გამოსავალს ყოველთვის იპოვის:
ვფიქრობ, ლიონი გამოსავალს ყოველთვის იპოვის. ეს დიდი კლუბია, სადაც ძალიან კარგი ადამიანები და კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ბოლომდე მათ გვერდით ვარ და ყოველთვის დიდი გულშემატკივარი ვიქნები, რადგან ლიონი ყოველთვის ჩემს გულშია.
მიქაუტაძე სწორედ ლიონის აკადემიაში გაიზარდა და მთავარ გუნდში ორი სეზონი ითამაშა.
გარდა ამისა, ქართველმა ფორვარმა ვილიარეალში არსებულ სათამაშო დროზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიუხედავად ძირითად შემადგენლობაში თამაშის დიდი სურვილისა, გადაწყვეტილებებს ყოველთვის მწვრთნელი იღებს, თავად კი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს.
მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილოა