2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. მოახლოებული მატჩების შესახებ გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრა.
"ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის. მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება". - მიქაუტაძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ქოჩორაშვილი: "ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზოთ"