8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით საკრივო შოუ გაიმართება.
პროფესიონალური კრივში სადებიუტო ბრძოლას მშობლიურ ქალაქში გამართავს ოლიმპიური პრიზიორი ლაშა გურული. ქართველის მეტოქე 6-რაუნდიან ბრძოლაში დაუმარცხებელი განელი მოკრივე ბერნარდ აბეი იქნება.
წონის წარმატებით ჩაბარების (63.5 კგ.) შემდეგ ლაშა გურულმა პრესკონფერენცია გამართა.
"რა თქმა უნდა, მიხარია და ბედნიერი ვარ, ამდენი წელია მოვდივარ იმისთვის, რომ გავხდე პროფესიონალი მოკრივე, ვიასპარეზო პროფესიონალურ კრივში და ჩემი დებიუტი იმართება ჩემს ქვეყანაში, ჩემს მშობლიურ ქალაქში.
რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ამის გამო მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, ასევე ჩემს პრომოუშენს, რომელმაც მომცა ამის საშუალება.
მიხარია, რომ შევძლებ საკუთარი თავის გამოვლენას ჩემი ქვეყნისა და ჩემი გულშემატკივრის წინაშე.
რაც შეეხება ჩემს მომზადებას, ვფიქრობ, რომ მომზადება გავიარე სრულყოფილად და შემიძლია, ვაჩვენო ლამაზი და კარგი შოუ. მიხარია, რომ შანსი მაქვს ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას ვაჩვენო ქართული კრივის სილამაზე, ტექნიკა და მთელი ეს გამოცდილება, რაც ამდენი წელი დავაგროვე ჩემს ნაკრებთან და მწვრთნელებთან ერთად.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვეცდები, რომ გავიმარჯვო. წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორ იქნება ეს, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება.
ვთვლი, რომ ღონისძიება იქნება ძალიან კარგი, რადგან გამოდიან გამოცდილი მოკრივეები. ბიჭები ეროვნული ნაკრების წევრები არიან, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ღონისძიება გამოვა.
ვუსურვებ ყველას წარმატებებს, განსაკუთრებით იმ ბიჭებს, ვინც უცხოელებს ხვდებიან. ვეცდებით, რომ ყველამ გაგახაროთ.
რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, მას უკვე 6 მოგება აქვს და აქედან 5 ნოკაუტი. შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალურ რინგზე გამოცდილება აქვს ჩემთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრივში აქვს ჩემზე მეტი გამოცდილება, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ რინგზე დავიბადე და გავიზარდე.
პროფესიონალური ბრძოლა განსხვავდება ოლიმპიურისგან, მაგრამ კრივი კრივია. ვინ როგორ აითვისებს, ვინ როგორ მოემზადება და იგრძნობს ყველაფერს მაგაზეა დამოკიდებული.
დებიუტანტი ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მეტოქე ჩემზე ბევრად გამოცდილი არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა მეტოქე ძლიერია, მათ ვაფასებ, როგორც ჩემპიონებს და გავდივარ ბრძოლისთვის ძალიან ძლიერ მეტოქესთან.
პირველ რიგში გამოწვევა მაქვს საკუთარ თავთან, მინდა ვაჩვენო ისეთი პერფორმანსი, სადაც გამოჩნდება ჩემი კრივის ინტელექტი, ტექნიკა და ტაქტიკა და ა.შ. რაც ვიმუშავე და ვისწავლე ნაკრებთან და მწვრთნელებთან ერთად.
პირველ რიგში საკუთარ თავთან მაქვს ბრძოლა და მინდა, რომ ის შედეგი დავდო, რისთვისაც ამდენი ხანი ვიშრომეთ." - განაცხადა ლაშა გურულმა.
ლაშა გურული: "თოფურიებთან კემპში დიდი გამოცდილება მივიღე"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები