მიხაილო მუდრიკმა ჩელსის კლუბში დაბრუნებასა და განვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა.
მას შემდეგ, რაც დეკემბერში დაწყებული სამართლებო პროცედურები დასრულდა, უკრაინელმა ფეხბურთელმა 20-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მწვანე შუქი მიიღო და გუნდს ავსტრალიასა და აზიაში გამართულ წინასასეზონო ტურნეზე შეუერთდა, ხოლო ჰონგ-კონგში იუვენტუსთან მატჩში მოედანზეც გამოჩნდა.
მუდრიკმა აღნიშნა, რომ დაბრუნება და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში მისთვის დიდი ბედნიერებაა:
რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი დრო გავიდა, ამიტომ სავარჯიშო მოედანზე დაბრუნება ჩემთვის მართლაც სასიხარული მომენტია. თავს კარგად, შესანიშნავად ვგრძნობ და ძალიან მადლიერი ვარ.
ფეხბურთელმა იმ მკაცრ რეჟიმზეც ისაუბრა, რომელიც იძულებითი პაუზის დროს შეინარჩუნა, რათა ფორმა არ დაეკარგა:
შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს 18-თვიანი წინასასეზონო პერიოდი იყო. ვვარჯიშობდი, თანაც ძალიან ინტენსიურად. არ დავნებებულვარ და ვცდილობდი, მაქსიმალურად მეშრომა. ვვარჯიშობდი კვირაში ექვსი დღე, სწორი აღდგენით, ძილის რეჟიმით, კვებით.
ყველაფერი იდეალურად იყო გათვლილი, დღეში ორმაგი სესიებით. ჩემი მისია იყო, რომ დაბრუნებისთანავე ფეხბურთის სამყაროსთვის თავი კიდევ ერთხელ გამეხსენებინა და ვიცოდი, ამისთვის რა მჭირდებოდა.