• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მუნდიალის ექსტრემალური სიცხის პრობლემა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მუნდიალის ექსტრემალური სიცხის პრობლემა

05 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფეხბურთო სამყარო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ძირითადად მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე, გაფართოებულ 48-გუნდიან ფორმატსა და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებულ უზარმაზარ დისტანციებზე ამახვილებს ყურადღებას.


ახალი დოკუმენტური სერიალის, Route ’26: Losing Sight of Goal-ის ავტორი, ალექს მანუპენი მიიჩნევს, რომ გულშემატკივრები უმთავრეს ფაქტორს ივიწყებენ, რამაც შესაძლოა მათზე ნებისმიერ ტაქტიკურ ბრძოლაზე მეტად მოახდინოს გავლენა. ეს ფაქტორი სიცხეა.

ალექსმა და ლორენს მაკკენამ, ორგანიზაცია Pledgeball-თან თანამშრომლობით, 5-ნაწილიანი დოკუმენტური სერიალი გადაიღეს, რომელიც ფეხბურთის, კლიმატისა და გულშემატკივართა გამოცდილების კვეთას იკვლევს. აშშ-ში მოგზაურობისას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გაჩერება ფენიქსი აღმოჩნდა.


მიუხედავად იმისა, რომ ფენიქსი მუნდიალის მასპინძელი ქალაქი არ არის, ის კარგად ასახავს იმ ეკოლოგიურ პირობებს, რაც ფანებს აშშ-ის სამხრეთ შტატებში ელოდებათ. მანუპენი დაესწრო ადგილობრივი გუნდის, ფენიქს რაიზინგის მატჩს, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყო, თუმცა ტემპერატურა კვლავ 39°C იყო.


ალექსმა აღნიშნა:


ეს თითქოს ღუმელში ყოფნას ჰგავს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ უბრალოდ ცოტათი უფრო თბილა, თუმცა ასე არ არის - საქმე სიცხის სიმშრალეშია. ჩემთვის პირველი შოკი იყო, როდესაც მითხრეს, რომ ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად გავიდნენ. მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა.


მანუპენის გაკვირვება ადგილობრივი ფანების რეაქციამაც გამოიწვია, რომლებიც ამ პირობებს ადაპტირებულები არიან, სვამენ ბევრ წყალს და იყენებენ გამაგრილებელ მოწყობილობებს. ევროპიდან თუ სამხრეთ ამერიკიდან ჩასულ გულშემატკივრებს, რომლებსაც მსგავს გარემოში წლების განმავლობაში ცხოვრების გამოცდილება არ აქვთ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.


მუნდიალის დროს ფანები დიდ დროს ატარებენ ღია ცის ქვეშ, გადაადგილდებიან ქალაქებს შორის, იკრიბებიან ფან-ზონებში და მოიხმარენ ალკოჰოლს, რაც ექსტრემალურ სიცხეში ორგანიზმისთვის კიდევ უფრო დიდ ფიზიკურ დატვირთვას ნიშნავს.

გადაღებებისას ექსპერტებმა რეჟისორებს სიცხის გავლენა განუმარტეს ადამიანის ფიზიოლოგიაზე, რაც გულ-სისხლძარღვთა გართულებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს ზრდის:


თუ თამაშები ასეთ სიცხეში ჩატარდება, ტაქტიკურ სქემებზე ან შემადგენლობებზე საუბარს აზრი ეკარგება. ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან მთავარი ბრძოლა კლიმატთან მოგიწევს.


ავტორის თქმით, ფეხბურთი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ ადამიანებმა კლიმატური ცვლილებების პრობლემა უფრო ახლოს მიიტანონ გულთან. როდესაც ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს მოთამაშეებზე, ფანებსა და მატჩების მიმდინარეობაზე, პრობლემა უფრო თვალსაჩინო ხდება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფეხბურთელის პროტესტი სამართალდამცავების წინააღმდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფეხბურთელის პროტესტი სამართალდამცავების წინააღმდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტრამპის NBA-ის ფინალზე დასწრებამ ნიქსის ფანები აღაშფოთა

•კალათბურთი

კალათბურთი

ტრამპის NBA-ის ფინალზე დასწრებამ ნიქსის ფანები აღაშფოთა
•კალათბურთი

კალათბურთი

რის პირობას დებს იამალი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რის პირობას დებს იამალი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

ფეხბურთელის პროტესტი სამართალდამცავების წინააღმდეგ

News image

3 სთ წინ

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994

News image

3 სთ წინ

ტრამპის NBA-ის ფინალზე დასწრებამ ნიქსის ფანები აღაშფოთა

News image

1 სთ წინ

რის პირობას დებს იამალი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება