• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტრამპის NBA-ის ფინალზე დასწრებამ ნიქსის ფანები აღაშფოთა
კალათბურთიკალათბურთი

ტრამპის NBA-ის ფინალზე დასწრებამ ნიქსის ფანები აღაშფოთა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიუ იორკ ნიქსს პროფესიონალურ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საჩემპიონო პაუზის დასრულებამდე მხოლოდ 2 გამარჯვება აშორებს.


სან ანტონიო სპურსთან სტუმრად მოპოვებული 105-95 და 105-104 გამარჯვებების შემდეგ, ნიქსი NBA-ის ფინალში დამაჯერებელ 2-0 უპირატესობას ფლობს და მედისონ სქვეარ გარდენში ბრუნდება.


თუმცა, მე-3 მატჩის წინ ნიუ იორკის გარშემო საუბრის მთავარი თემა ჯეილენ ბრანსონი, კარლ-ენტონი ტაუნსი ან ნიქსის პირველი ჩემპიონობა 1973 წლის შემდეგ აღარ არის.


ამის ნაცვლად, ყურადღების ცენტრში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსალოდნელი დასწრება მოექცა.


გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი მე-3 მატჩს მედისონ სქვეარ გარდენში ნიქსის მფლობელის, ჯეიმს დოლანის სტუმრის სტატუსით დაესწრება.


მისი ვიზიტის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია დაგეგმილი, რომლებიც საიდუმლო სამსახურთან კოორდინაციით ხორციელდება. მათ შორისაა აეროპორტის ტიპის შემოწმებები, მეტალოდეტექტორები, ჩანთების შეტანის სრული აკრძალვა და რეკომენდაცია, რომ გულშემატკივრები თამაშის დაწყებამდე მინიმუმ 2საათით ადრე მივიდნენ.


უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს ნიქსის ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილებით შეხვდა.


განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში უკმაყოფილო კომენტარების ტალღა წამოვიდა.


„ჩვენი მშვენიერი თამაში ამ კაცის მოსვლით გაფუჭდება,“ - დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.


მეორემ დაამატა:


ძალიან აჭარბებთ, ხალხი აქ იმისთვის არ მოსულა, რომ ეჭვმიტანილივით გაჩხრიკონ.


ბევრმა გულშემატკივარმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ეს ნიუ იორკის კალათბურთისთვის. ნიქსი NBA-ის ფინალში პირველად 1999 წლის შემდეგ თამაშობს და ცდილობს, 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ჩემპიონობა მოიპოვოს.


„ნიქსის ფანები ამ მომენტს 27 წელი ელოდნენ და ახლა ისე მოექცევიან, თითქოს თვითმფრინავში სხდებოდნენ. სირცხვილია. ჯანდაბას ეს კაცი,“ - დაწერა ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მხარდამჭერმა.


სხვები კიდევ უფრო პირდაპირები იყვნენ:


არ გვინდა, რომ აქ იყოს.


რატომ მოდის საერთოდ? არავის უნდა მისი აქ ნახვა. თავის ცუდ ენერგიასაც მოათრევს.


ნიქსის ფანები ათწლეულები ელოდნენ ამ დღეს და ახლა თურმე ჩასხდომის ბარათიც გვჭირდება.


ერთმა გულშემატკივარმა ხუმრობით დაწერა: „ერთი იდეა მაქვს, რატომ არ რჩება სახლში და არ აკეთებს იმას, რასაც საერთოდ აკეთებს?“


უკმაყოფილება მხოლოდ უსაფრთხოების ზომებს არ უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზეზების გამო მედისონ სქვეარ გარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო საყურებელი ზონები არ მოეწყობა.


ასევე მოსალოდნელია მანჰეტენის შუა ნაწილის რამდენიმე ქუჩის გადაკეტვა, რაც შეზღუდავს იმ ადგილებზე წვდომას, სადაც ფინალური მატჩების დროს ჩვეულებრივ ათასობით გულშემატკივარი იკრიბება.


ბევრი მხარდამჭერის აზრით, ეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საზეიმო ატმოსფეროს ნაწილს აკარგვინებს.


ESPN-ის ცნობილი კომენტატორი სტივენ ა. სმიტიც გამოეხმაურა სიტუაციას და განაცხადა, რომ ურჩევნია ყურადღება მთლიანად კალათბურთზე იყოს გამახვილებული.


წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმაც გააკრიტიკა ვიზიტი და აღნიშნა, რომ ტრამპი ცდილობს საკუთარი თავი ჩართოს მოვლენაში, რომელსაც ნიუ იორკელები ათწლეულებია ელოდებიან.


თუმცა, ყველა არ ეწინააღმდეგება მის ვიზიტს. ნიქსის ყოფილმა ვარსკვლავმა ამარე სტაუდემაირმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა სცენ და გულშემატკივრებმა ქვეყნის მთავარსარდალი სათანადოდ მიიღონ.


ტრამპი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის Super Bowl-ს, Daytona 500-სა და Ryder Cup-ს. მე-3 მატჩი კიდევ ერთი მაღალი დონის საჯარო გამოჩენა იქნება, სადაც ის ნიუ იორკის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრება.


ვითარებას დამატებით ამძაფრებს ისიც, რომ ბილეთების ფასი, გავრცელებული ინფორმაციით, კორტისპირა და პრემიუმ ადგილებისთვის 9,000 დოლარსაც აღწევს, რაც დასწრებას ბევრი გულშემატკივრისთვის ისედაც რთულს ხდის. უსაფრთხოების დამატებითმა ზომებმა და გადაადგილების შეზღუდვებმა კი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა.


საბოლოოდ, ნიქსს სურს, რომ ყურადღება კვლავ კალათბურთზე გადაერთოს.


ჯეილენ ბრანსონის ლიდერობით ნიუ იორკმა ფინალში მოულოდნელად 2-0 უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მედისონ სქვეარ გარდენი 27 წლის შემდეგ NBA-ის ფინალის პირველ მატჩს უმასპინძლებს.


ტრამპს გულშემატკივრები ტაშით შეხვდებიან, სტვენით თუ ორივეს ნაზავით, ერთი რამ ცხადია: ნიქსის ბევრი ფანი უბრალოდ იმაზე ფიქრობს, რომ ყურადღების ცენტრში მხოლოდ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი იყოს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აშშ
ნიუ იორკ ნიქსი
სან ანტონიო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მუნდიალის ექსტრემალური სიცხის პრობლემა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ექსტრემალური სიცხის პრობლემა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: ნიქსი შეუჩერებელია - მეორე გასვლითი გამარჯვება და სოლიდური უპირატესობა ფინალში

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ნიქსი შეუჩერებელია - მეორე გასვლითი გამარჯვება და სოლიდური უპირატესობა ფინალში
•კალათბურთი

კალათბურთი

საფრთხე ინგლისის ნაკრებისთვის? - მასობრივი სროლა კანზასში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

საფრთხე ინგლისის ნაკრებისთვის? - მასობრივი სროლა კანზასში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

05 ივნ, 2026

მუნდიალის ექსტრემალური სიცხის პრობლემა

News image

06 ივნ, 2026

VIDEO: ნიქსი შეუჩერებელია - მეორე გასვლითი გამარჯვება და სოლიდური უპირატესობა ფინალში

News image

16 სთ წინ

საფრთხე ინგლისის ნაკრებისთვის? - მასობრივი სროლა კანზასში

News image

2 სთ წინ

კოლუმბიის ამერიკული ტრაგედია - მუნდიალი 1994

კომენტარები

ლინკის დაკოპირება