• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნიკო: ,,ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა"
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ნიკო: ,,ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა"

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ნიკო უილიამსმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.


„დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. კვლავ ტრავმა მივიღე ძალიან რთული წლის შემდეგ, რომელშიც ტკივილმა ჩემთან ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომი ვერ მოიგო.


მისი დაძლევა შევძელი მძიმე შრომით, თავგანწირვით და, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობით.


ეს იყო ტანჯვის, სევდის, გაურკვევლობისა და შფოთვის წელიწადნახევრიანი პერიოდი. არ ვიცოდი, როდის შევძლებდი კვლავ ტკივილის გარეშე თამაშს ან როდის დავუბრუნდებოდი ნორმალურ ცხოვრებას.


იქამდეც კი მივედი, რომ ტკივილით ვცხოვრობდი ისეთ მარტივ ყოველდღიურ მოქმედებებში, როგორიცაა საპირფარეშოში წასვლა, მანქანაში ჩაჯდომა-გადმოსვლა ან უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობა.


ჩემი მთავარი მიზანი იყო, ფეხბურთის თამაშისას ისევ ბედნიერი ვყოფილიყავი და ღიმილი დამებრუნებინა. რადგან ღიმილის, სიამოვნებისა და ბედნიერების გარეშე უმაღლეს დონეზე თამაში არ შემიძლია.


ეს ყველაფერი დავძლიე. შემდეგ ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მივიღე, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომცადა. ისევ დავკარგე ღიმილი, მაგრამ არც ამის უფლება მივეცი, რომ შევეჩერებინე.


გუშინ კიდევ ერთი ტრავმა მივიღე ეპიზოდში, სადაც ჩემმა კოლეგამ პროფესიონალმა ფეხბურთელმა იმედგაცრუებისა, უკმაყოფილებისა და საკუთარი მდგომარეობით გამოწვეული სევდის ფონზე იმოქმედა.


ჩემი აზრით, ეს ეპიზოდი სრულიად თავიდან ასაცილებელი იყო, რადგან საერთოდ არ იყო საჭირო.


მაგრამ ესეც ვერ შემაჩერებს. ვიცი, რომ ღმერთს ჩემთვის საკუთარი გეგმა აქვს და ბოლო წამამდე ვიბრძოლებ, რათა დავუბრუნდე იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ფეხბურთის თამაშს, ბედნიერებას და უამრავი ადამიანისთვის სიხარულის მინიჭებას.


მთელი გულით მადლობას გიხდით მხარდაჭერის ყველა შეტყობინებისთვის.


ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა - ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.“ - წერს ნიკო.


ატლეტიკის ფეხბურთელმა დაზიანება ურუგვაისთან 1-0 მოგებულ მატჩში მიიღო, რომლითაც ესპანეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ნიკო უილიამსი
spain

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მიაღწევს იამალი მესის დონეს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მიაღწევს იამალი მესის დონეს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სავარაუდოდ, პინო მუნდიალს გამოეთიშა, ნიკოს ტრავმის გამოც შეშფოთებაა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სავარაუდოდ, პინო მუნდიალს გამოეთიშა, ნიკოს ტრავმის გამოც შეშფოთებაა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

22 ივნ, 2026

მიაღწევს იამალი მესის დონეს?

News image

26 ივნ, 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

News image

22 სთ წინ

VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა

News image

14 სთ წინ

სავარაუდოდ, პინო მუნდიალს გამოეთიშა, ნიკოს ტრავმის გამოც შეშფოთებაა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება