• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სავარაუდოდ, პინო მუნდიალს გამოეთიშა, ნიკოს ტრავმის გამოც შეშფოთებაა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

სავარაუდოდ, პინო მუნდიალს გამოეთიშა, ნიკოს ტრავმის გამოც შეშფოთებაა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთის ნაკრების ვინგერს, იერემი პინოს, მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილის გამოტოვების საფრთხე ემუქრება, ხოლო ნიკო უილიამსის ტრავმის გამოც სერიოზული შეშფოთებაა.


პინომ და უილიამსმა დაზიანებები ურუგვაისთან 1:0 მოგებულ მატჩში მიიღეს. ორივე ფეხბურთელი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე. პინომ ლავიწის ძვალი დაიზიანა, ხოლო უილიამსს საზარდულის პრობლემა შეექმნა.


პინომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.


„მას ლავიწის ძვლის ტრავმა აქვს. დამატებით კვლევებს ხვალ ჩავუტარებთ.


ის ძლიერ ტკივილს განიცდიდა და ფაქტობრივად გმირობა იყო, რომ თამაშის ბოლომდე დაგვეხმარა.“ - განაცხადა ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


კრისტალ პალასის ფეხბურთელი პინო და ბილბაოს ატლეტიკის შემტევი უილიამსი სრულ სამედიცინო გამოკვლევებს გაივლიან, რის შემდეგაც გაირკვევა მათი ტრავმების სიმძიმე.


ესპანეთის ნაკრებთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, არსებობს შიში, რომ ორივე ფეხბურთელმა შესაძლოა ტურნირის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.


თუ ერთ-ერთი ან ორივე მათგანი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშება, ესპანეთი მათ შემცვლელებს ვეღარ გამოიძახებს.


FIFA-ს რეგლამენტის მიხედვით, განაცხადში ცვლილებების შეტანის ვადა გუნდის პირველი მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე იწურება.


ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ ესპანეთმა ჯგუფ H-ში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.


მერვედფინალში ესპანეთის მეტოქე ჯგუფ J-ის მეორეადგილოსანი - ავსტრია ან ალჟირი - იქნება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუის დე ლა ფუენტე
ნიკო უილიამსი
spain

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იამალი და პელე - ესპანელი ექსკლუზიურ სიას შეუერთდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იამალი და პელე - ესპანელი ექსკლუზიურ სიას შეუერთდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მიაღწევს იამალი მესის დონეს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მიაღწევს იამალი მესის დონეს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

21 ივნ, 2026

იამალი და პელე - ესპანელი ექსკლუზიურ სიას შეუერთდა

News image

22 ივნ, 2026

მიაღწევს იამალი მესის დონეს?

News image

26 ივნ, 2026

მე-3 ტური - გადამწყვეტი დღე G, H და I ჯგუფებში

News image

11 სთ წინ

VIDEO: მუსლერას უხეში შეცდომა - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება