• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ნუნუზე ვესტ ჰემის ბორდში აზრები ორად იყო გაყოფილი
ფეხბურთიფეხბურთი

ნუნუზე ვესტ ჰემის ბორდში აზრები ორად იყო გაყოფილი

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჟურნალისტი ჯეკ როსერის ინფორმაციით, ვესტ ჰემ იუნაიტედის ხელმძღვანელობაში აზრები ორად გაიყო იმის შესახებ, უნდა დაეტოვებინათ თუ არა პორტუგალიელი სპეციალისტი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გუნდის მთავარ მწვრთნელად. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის ლონდონ სტადიუმზე რჩება.


ლონდონელებს საშინელი სეზონი ჰქონდათ. მათ მხოლოდ 10 მატჩი მოიგეს, 9 ფრე ითამაშეს, 19-ჯერ წააგეს და ჩემპიონატის ბოლო ტურში ოფიციალურად გავარდნენ პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში. კლუბმა ჯერ კიდევ სექტემბერში, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, გრემ პოტერი გაათავისუფლა და მის ადგილას ნუნუ დანიშნა, რათა გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, მაგრამ პორტუგალიელმა მისია ვერ შეასრულა.

იანვარში, როდესაც ვესტ ჰემი გასავარდნ ზონაში იყო ჩარჩენილი, ხმები დადიოდა, რომ ნუნუს გაგდებას აპირებდნენ, თუმცა მან პოსტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა. გუნდის გავარდნის შემდეგ მისი მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მას ან გაათავისუფლებდნენ, ან თავადვე წავიდოდა. კლუბმა კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ ნუნუ მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს გუნდს და მას ჩემპიონშიფიდან ამოსვლის საქმეში სრულ ნდობას უცხადებენ.


ოფიციალურად: ნუნუ ესპირიტუ სანტუ ვესტ ჰემში რჩება!


მიუხედავად იმისა, რომ ბორდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, პორტუგალიელი მაინც დარჩა, თუმცა მომავალი სეზონის ცუდად დაწყების შემთხვევაში მასზე წნეხი საგრძნობლად გაიზრდება.


სანტუმ ჯერ კიდევ არ იცის, თუ როგორი შემადგენლობა ეყოლება, სანამ სექტემბრის დასაწყისში სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება. გავარდნის შემდეგ ბევრ ვარსკვლავურ ფეხბურთელს სხვაგან გადასვლა უნდა და ჯერ უცნობია, ვის შენარჩუნებას შეძლებს კლუბი.


მაგალითად, კრისენსიო სამერვილი უკვე არაერთი გუნდის სამიზნეა. ვესტ ჰემს ფეხბურთელების გაყიდვით ფულის შოვნაც სჭირდება, ასე რომ, ნუნუს, სავარაუდოდ, იმ მოთამაშეებთან გამოშვიდობება მოუწევს, რომელთა დატოვებაც ძალიან უნდოდა. ამავდროულად, მას ახალი კადრების დამატებაც დასჭირდება, თუმცა საკითხავია, რა თანხას გამოყოფს კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერებისთვის.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩემპიონშიფი
პრემიერ ლიგა
ვესტ ჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნოს აღიარება: „ჩემპიონშიფში მიშვებდნენ და ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნოს აღიარება: „ჩემპიონშიფში მიშვებდნენ და ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს

News image

6 სთ წინ

ბრუნოს აღიარება: „ჩემპიონშიფში მიშვებდნენ და ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა“

News image

5 სთ წინ

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება

News image

3 სთ წინ

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება