ვილიარეალმა ინიგო პერესთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში, 2029 წლის ივნისამდე, გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება.
ინიგო პერეს სოტო ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში რაიო ვალეკანო გაწვრთნა.
მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა 2025/26 წლების სეზონში UEFA-ს კონფერენს ლიგის ფინალს მიაღწია, ხოლო 2024/25 წლების სეზონში ლა ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა და ამით კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი გაიმეორა.
მისი სამწვრთნელო კარიერა სწორედ რაიო ვალეკანოში დაიწყო, სადაც ანდონი ირაოლას ასისტენტად მუშაობდა.
როდესაც ირაოლა ინგლისურ ფეხბურთში გადავიდა, ინიგო პერესი მას ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ გაჰყვა და საბოლოოდ, 2024 წლის თებერვალში, ფრანსისკო როდრიგესის გათავისუფლების შემდეგ, თავად ჩაიბარა მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობა.