გიორგი მამარდაშვილმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი დაასრულა.
ქართველმა გოლკიპერმა 7 მატჩი ჩაატარა - აინტრახტთან, რეალ მადრიდთან, პსვ-სთან და 2-2-ჯერ გალათასარაისთან და პსჟ-სთან.
დებიუტი ჰქონდა გალათასარაისთან 30 სექტემბერს, როცა ტრავმირებული ალისონ ბეკერი 56-ე წუთზე შეცვალა (ლივერპულმა 0:1 წააგო, გოლი კი ალისონმა გაუშვა). დანარჩენი 6 მატჩიდან ლივერმა 2 მოიგო (აინტრახტთან და რეალთან), 4-ჯერ კი დამარცხდა (პსვ-სთან, გალათასარაისთან და 2-ჯერ პსჟ-სთან).
გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
საერთოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, არც ერთ სხვა ქართველ გოლკიპერს ჩემპიონთა ლიგის მთავარი ეტაპის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია - ნუკრი რევიშვილი განაცხადში ყოფილა, თუმცა არ უთამაშია, ხოლო გიორგი ლომაიას საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს ნათამაშები.
ბოლო ქართველი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის (მაშინ ევროპის თასი ერქვა) მატჩში ითამაშა იყო ოთარ გაბელია - 1979-80 წლების სეზონში 4 თამაშში მიიღო მონაწილეობა (2-2 - ლივერპულთან და ჰამბურგთან).
VIDEO: პსჟ-მ ლივერპულს ენფილდზეც მოუგო - კვარა მხოლოდ მბაპეს ჩამორჩება