ფლამენგომ გრემიო სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ბრაზილიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა.
აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, ფლამენგო ბრწყინვალე ფორმაშია - გუნდმა ბოლო 10 შეხვედრაში 8 მოგება და 2 ფრე მიითვალა.
პორტუ ალეგრეში გამართულ მატჩში სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. პირველ ტაიმში პლატამ და კარასკალმა ბურთი ძელს გაარტყეს, თუმცა ერთადერთი გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ემერსონ როიალის საგოლე გადაცემის შემდეგ, კარასკალმა ზუსტად დაარტყა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით ფლამენგომ 30 ქულა დააგროვა და ლიდერ პალმეირასს (34 ქულა) მიუახლოვდა, თანაც მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება გრემიოს, გუნდმა გასავარდნ ზონაში გადაინაცვლა და მე-17 ადგილზეა.
ორივე გუნდი მომდევნო მატჩს ხუთშაბათს, ბრაზილიის თასზე გამართავს. ფლამენგო ვიტორიას ესტუმრება, გრემიო კი კონფიანსას დაუპირისპირდება.