• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ქალთა ფეხბურთი ჩრდილო კორეულად
ფეხბურთიფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი ჩრდილო კორეულად

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

1986 წელს, როდესაც ნორვეგიელი დელეგატი ელენ ვილე მექსიკაში მიმდინარე FIFA-ს ყოველწლიური კონგრესისას სცენაზე ავიდა და ქალ ფეხბურთელთა შორის მსოფლიო პირველობის გამართვა მოითხოვა, იქ მყოფთაგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი მოკავშირისგან მიიღო მხარდაჭერა - პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ქვეყნის, ჩრდილოეთ კორეისგან, რომლის წარმომადგენლებიც ვილეს გამოსვლით შთაგონებულნი, ფხენიანში გეგმით დაბრუნდნენ: ქალთა ფეხბურთი მსოფლიო ასპარეზზე თავიანთი დიქტატურული ძალაუფლების დამადასტურებელ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ.


კორეელთა გეგმა მარტივი იყო: 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, ჩუჩხეს მიმდევარი მთავრობა დიდ ინვესტიციებს ჩადებდა ქალთა ფეხბურთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად ახალ საფეხბურთო ობიექტებს ააშენებდა, სკოლის სასწავლო გეგმებში საფეხბურთო პროგრამებს ჩართავდა, სამხედრო სამსახურში ქალთა გუნდებს შექმნიდა, სადაც მოთამაშეები სრულ განაკვეთზე ივარჯიშებდნენ და ახალგაზრდული ნიჭის გამოვლენის გზას იპოვიდნენ.


ზოგადად, პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანაში სპორტი ერთადერთ გზად იქცა, რომლითაც ჩრდილო კორეელებს შეეძლოთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავი გამოეჩინათ და წარმატების მიღწევით სამშობლო ესახელებინათ. ამგვარად, ერის „დიდი ბელადის“ - კიმ ირ სენის ვაჟისა და ამჟამინდელი დიქტატორის, კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის მმართველობის დროს, რომელიც, როგორც ამბობენ, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, ქალთა ფეხბურთი ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელების მარიონეტულ პლატფორმად იქცა. სახელმწიფო სტრუქტურები ქმნიდნენ საფოსტო მარკებს, პლაკატებსა და ქალი ფეხბურთელების შესახებ სატელევიზიო სერიალებსაც კი, რათა ერი შთაგონებულიყო. 



მართლაც, ჩრდილოეთ კორეის ავტოკრატიულმა მთავრობამ ინვესტიცია ქალთა ფეხბურთში ჩადო და მიბაძა კომუნისტ დიდ მეზობელ ჩინეთს, მსოფლიო სპორტში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ერს, რომლის ხელშიც სპორტი დიდი ხანია, გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. ამრიგად, აზიის თასზე ჩრდილო კორეის დებიუტი 1989 წელს, ჰონგ-კონგში შედგა, მუნდიალზე კი ორი ტურნირის გამოტოვების შემდეგ - 1999 წელს შეერთებულ შტატებში. წარმატების სანაცვლოდ, ფეხბურთელებს საჩუქრად აძლევდნენ ბინებს, კონტროლირებად მოგზაურობის შესაძლებლობებს, საჯარო ზეიმების ნებართვასა და ბინადრობის მოწმობებს დედაქალაქ ფხენიანში, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე - სოფლად.


2009 წელს ჩრდილო კორეელ ქალ ფეხბურთელთა შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სათაურით „ერთი, ორი, სამი...“, სადაც რამდენიმე ვეტერანი მოთამაშის განვლილი ცხოვრება და კარიერაა ნაჩვენები.



„ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური იზოლაციის გამო, ქალთა ფეხბურთი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სფეროთაგანია, რომელშიც ქვეყანას შეუძლია საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ბრწყინვალების ჩვენება“, - წერს ედინბურგის უნივერსიტეტის სპორტისა და დასვენების უფროსი ლექტორი ჩუნ ვუ ლი და დასძენს, რომ ამასთანავე, ფეხბურთი რეჟიმს პოლიტიკური პროპაგანდის ეფექტურ საშუალებას სთავაზობს, რათა გაავრცელოს თავისი ექსკლუზიური ნაციონალიზმი და გააძლიეროს თავისი ავტორიტარული ბატონობა.



მაგრამ, 2011 წელს ნაკრების გლობალური იმპულსი შეჩერდა: გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ერთბაშად ხუთ მოთამაშეს დაუდგინდა აკრძალული სტეროიდის მოხმარება. ჩრდილოეთ კორეამ მყისვე უარყო დანაშაული და ფენტეზის ჟანრის მსგავსი განცხადება გააკეთა, თითქოსდა ფეხბურთელებს მუშკის ირმის ჯირკვლებისგან მიღებული ბუნებრივი ნივთიერება მიაღებინეს, რადგან მათ მეხი ჰქონდათ დაცემული...


მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) ცხადია, არაფრად ჩააგდო ჩრდილო კორეელთა ზღაპრული განმარტება და გუნდს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი 2015 წლის პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიიღებდნენ, ეკონომიკური სანქციების გამო კი ცალკეული მოთამაშეებისთვის საზღვარგარეთ კონტრაქტების გაფორმება თითქმის შეუძლებელი გახდა. გუნდმა 2018 წლის აზიის თასსა და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი შესარჩევი ეტაპებიც ვერ დაძლია, ხოლო კოვიდპანდემიის გამო გამოწვეული ლოქდაუნის გამო, 2022 და 2023 წლებში გასამართ ორივე ტურნირში ვერ მიიღეს მონაწილეობა.


საკვირველია ის გარემოება და ფაქტი, რომ მიუხედავად საერთაშორისო შეჯიბრებებში გაცდენილი დეკადისა, ჩრდილო კორეის ქალთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგის ათეულში იმყოფებოდა.


ასე იყო თუ ისე, „აღმოსავლურმა აზალიებმა“ (ნაკრების მეტსახელი) კრიზისი დაძლიეს და ამჟამად კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ კონტინენტის მასშტაბით.



ჩრდილოეთ კორეის ქალთა საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის სამგზის გამარჯვებულია (2001, 2003, 2008 წლებში), სამჯერ კი ფინალი აქვს წაგებული (1993, 1997, 2010 წლებში). კონტინენტურ ტურნირზე 2010 წლის შემდეგ აღარ უთამაშია, რასაც საერთაშორისო ასპარეზიდან ზემოთხსენებული გაქრობაც მოყვა, თუმცა ქვეყანაში ახალი თაობა გაჩნდა, რომელმაც 2024 და 2025 წლებში გამართული 17 და 20-წლამდელთა სამი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. წელს კი კვლავ აზიის მიმდინარე პირველობაა, რომელიც „აღმოსავლურმა აზალიებმა“ რიხიანი გამარჯვებით დაიწყეს - უზბეკეთის ნაკრების კარში ჰეთ-თრიქი ნახევარმცველმა იუ ჩონ მიონმა შეასრულა და ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრძოლა უვადო დისკვალიფიკაციისთვის — ფეხბურთელები მოძალადე მწვრთნელის წინააღმდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრძოლა უვადო დისკვალიფიკაციისთვის — ფეხბურთელები მოძალადე მწვრთნელის წინააღმდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროს საკვალიფიკაციო - 17-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროს საკვალიფიკაციო - 17-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დუმილი ჰიმნის დროს — ირანის ქალთა ნაკრების პროტესტი ავსტრალიაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დუმილი ჰიმნის დროს — ირანის ქალთა ნაკრების პროტესტი ავსტრალიაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

ბრძოლა უვადო დისკვალიფიკაციისთვის — ფეხბურთელები მოძალადე მწვრთნელის წინააღმდეგ

News image

25 თებ, 2026

ევროს საკვალიფიკაციო - 17-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

News image

11 თებ, 2026

VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს

News image

5 სთ წინ

დუმილი ჰიმნის დროს — ირანის ქალთა ნაკრების პროტესტი ავსტრალიაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება