ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, კარლოს ალკარასი დაჯილდოების ცერემონიაზე ტრადიციული საჩემპიონო სიტყვით გამოვიდა.
VIDEO: კარიერული გრანდ სლემი - ალკარასმა AO-ს ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ნოვაკზე ვისაუბრო. ის ნამდვილად იმსახურებს ოვაციას. თქვენ ამბობთ, რომ მე საოცარ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ რასაც შენ აკეთებ, მართლაც შთამაგონებელია. არა მხოლოდ ჩოგბურთელებისთვის… სპორტსმენებისთვის… არამედ მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის. ჩემთვისაც. ყოველდღე სწორად შრომა შენს გუნდთან ერთად, ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთის თამაში… ჩემთვის უბრალოდ უდიდესი სიამოვნებაა შენი თამაშის ყურება. ჩემთვის დიდი პატივია შენთან ერთად გასახდელისა და კორტის გაზიარება. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ. ეს ჩემთვის მართლაც შთამაგონებელია.
ჩემთვისაც, როგორც ჯოკოვიჩმა თქვა, ცოტა უცნაურია რაფას ტრიბუნებზე ხილვა. ჩემთვის დიდი პატივია შენს წინაშე თამაში. ჩვენ კორტზე შესანიშნავი ბრძოლები გვქონდა, არც ისე ბევრი, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იყო კორტის გაზიარება, ვარჯიში, შენთან თამაში, ერთად ყოფნა გასახდელში… და ახლა შენი მხრიდან ჩემი მატჩების ყურება ჩემთვის უბრალოდ პრივილეგიაა. დიდი მადლობა, რომ აქ ხარ.
მინდა მივმართო ჩემს გუნდს, მგონია, რომ არავინ იცის, რამდენად მძიმედ ვიმუშავე ამ თასის მოსაპოვებლად. ემოციურად ეს ნამდვილ ამერიკულ მთებს ჰგავდა. ჩვენ სწორი სამუშაო ჩავატარეთ. ყოველდღე მიბიძგებდით, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ახლა ჩემს გვერდით დგას. ეს თასი ყოველთვის თქვენია.“ - განაცხადა ესპანელმა ჩემპიონმა.
"წინ ჩემსავით ბევრი დრო გაქვს" - ჯოკოვიჩის მიმართვა ალკარასსა და ნადალს