ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

რევანში თბილისში? - საქართველო v უნგრეთი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რევანში თბილისში? - საქართველო v უნგრეთი

22 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

14 ნოემბერს ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი თბილისში მოსამზადებელ ეტაპს გადის - მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00-ზე  გაიმართება. დღევანდელ ბლოგში კი საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო დაპირისპირების მოკლე ისტორიასა და მომავალი მატჩის სამზადისზე მოგიყვებით.


უნგრეთი იმ ევროპულ ნაკრებთა სიაშია, რომელთაც საქართველო ბევრჯერ არ შეხვედრია - ბუდაპეშტში გამართულ უკანსკნელ ერთა ლიგის მატჩამდე ქართველები მაგიარებს საფეხბურთო მოედნაზე მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ, ორივე შეხვედრა 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გაიმართა.


კორეა-იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველო ჯგუფში იტალიასთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და ლიტვასთან ერთად მოხვდა.  


საქართველო უნგრეთს მეხუთე ტურში, 2001 წლის 6 ივნისს შეხვდა - ბუდაპეშტში გასამართ შეხვედრას დავით ყიფიანი შემდეგი შემადგენლობით შეხვდა:


ზოიძე; აბრამიძე, ხიზანიშვილი, კალაძე; კობიაშვილი, ნემსაძე, რეხვიაშვილი, ყაველაშვილი; ქეცბაია, შოთა არველაძე, აჩი არველაძე.


შეხვედრა ქართველებისთვის ცუდად წარიმართა - 62-ე წუთისთვის ყიფიანის გუნდი 4:0-ს მარცხდებოდა. მეორე ნახევარში თამაშში გიორგი ქინქლაძე, რევაზ ქემოკლიძე და სევასტი თოდუა ჩაერთვნენ, თუმცა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს. პრესტიჟის გოლის გატანა ლევან კობიაშვილმა მატჩის 77-ე წუთზე მოახერხა - ფრაიბურგის ნახევარმცველმა შოთა არველაძის გადაცემა გამოიყენა.


1 სექტემბერს თბილისში განმეორებითი მატჩი გაიმართა - ამ დროს საქართველოს ნაკრებს უკვე ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.



მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებას 8000 მაყურებელი დაესწრო - ჩივაძემ მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა:


გვარამაძე; ცქიტიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი; ჯამარაული, ნემსაძე, ქინქლაძე, რეხვიაშვილი; ყაველაშვილი, არველაძე.

შეხვედრაში ანგარიში სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა - შოთიმ გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც ლევან ცქიტიშვილმა ფლანგზე ორი მცველი საოცარი ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და გარე ტერფით გაკეთებული ბრწყინვალე გადაცემით არველაძე ცარიელი კარის წინ დატოვა.


უნგრელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს - მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთში საქართველო კვლავ წინ გავიდა - ბრწყინვალე გოლი ამჯერად გოჩა ჯამარაულმა გაიტანა.


კიდევ 10 წუთში ჩვენებმა უპირატესობა ორბურთიანი გახადეს - მესამე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, ყაველაშვილის მაგივრად შემოსულმა ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. ამ გოლზე ასისტენტობა კი ორი წუთით ადრე, შოთა არველაძის მაგივრად შემოსულმა გიორგი დემეტრაძემ გასწია.  


ალექსანდრე ჩივაძემ მესამე ცვლილება მატჩის 73-ე წუთზე გააკეთა და მოედნიდან მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან ცქიტიშვილი გაიყვანა - ფრაიბურგის ნახევარმცველი ედიკ საჯაიამ შეცვალა. თბილისური მატჩი 3:1 დასრულდა.



25 წლის შემდეგ საქართველოს და უნგრეთის ნაკრებების გზები კვლავ გადაიკვეთა, ამჯერად ერთა ლიგაზე. რამაზ სვანაძის გუნდი ბუდაპეშტს არც ისე კარგი განწყობით ეწვია. შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებისა და უკრაინასთან ნულოვანი ფრის შემდეგ, ნაკრებმა ხასიათი ვერც ბუდაპეშტში გამოიკეთა. მამარდაშვილის კარი მისმა თანაგუნდელმა, მილოშ კერკეზმა აიღო - შეხვედრა 1:0 დასრულდა.




უკანასკნელ ტურში ჩვენები ბელფასტში ჩრდილოეთირლანდიასთან დაზავდნენ, ხოლო უნგრეთმა უკრაინას 2:1 სძლია. მეხუთე ტურის წინ B ლიგის მეორე ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:



წაიკითხეთ: ვინ შეცვლის კვარას? - როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს ნაკრების შეტევა


უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ ნაკრებში შემდეგ მოთამაშეებს უხმო:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)


დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი) 


გვაქვს შანსი იმისა, რომ რევანშზე ვიფიქროთ, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ 14-ში ისე დამთავრდეს თამაში, როგორც ყველას გვინდა 

რამაზ სვანაძე.


 "ვიწყებთ შეკრებას ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ყოველმხრივ მნიშვნელოვანია ეს თამაშები ჩვენთვის. პირველი და ყველაზე მთავარი, ის, რა თქმა უნდა, არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავაფიქსიროთ და ორივე თამაშში დადებით შედეგს მივაღწიოთ.


ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რეალურად ეს არის ის პირველი შეკრება, სადაც ჩვენ გვექნება დრო და ის სავარჯიშო რამდენიმე დღე, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ფეხბურთელებს გადავცეთ, გავუზიაროთ ის იდეები, ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა მომავალში. ამიტომ უმნიშვნელოვანესი შეკრებაა." - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.



გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, ხოლო ბოლო ტურის მატჩისთვის ფეხბურთელი მსუბუქი ტრავმის გამო ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. 


ნოემბრის მატჩებისთვის ნაკრებში სამი დებიუტანტია - გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი მაისურაძე და ნოდარ ყალიჩავა პირველ სანაკრებო შეკრებას ატარებენ. 


"ჩემი თამაშით, ჩემი შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს" -  გიორგი მოისწრაფიშვილი.


ორ რთულ თამაშს ველოდებით. 

ანზორ მექვაბიშვილი.


"დანაკლისი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თამაშში მონაწილეობას მიიღებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვენლოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ." - განაცხადა ჩიკაგო ფაიერის ნახევარმცველმა.



 ვეცდებით, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ, რომელიც აქამდე არაერთხელ უგრძვნია. 

ბუდუ ზივზივაძე.


შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნითი სანაკრებო შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება. 

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ წარიმართა 19-წლამდელთა ნაკრების მატჩი ევროპის შესარჩევზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ წარიმართა 19-წლამდელთა ნაკრების მატჩი ევროპის შესარჩევზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მექვაბიშვილი: "ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მექვაბიშვილი: "ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელმა მოთამაშეებმა ვერ ივარჯიშეს ნაკრებთან ერთად? - მიზეზი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელმა მოთამაშეებმა ვერ ივარჯიშეს ნაკრებთან ერთად? - მიზეზი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 ნოე, 2026

როგორ წარიმართა 19-წლამდელთა ნაკრების მატჩი ევროპის შესარჩევზე?

News image

11 ნოე, 2026

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე

News image

9 სთ წინ

მექვაბიშვილი: "ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია"

News image

9 სთ წინ

რომელმა მოთამაშეებმა ვერ ივარჯიშეს ნაკრებთან ერთად? - მიზეზი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება