მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ოთხშაბათს, რეალ სოსიედადთან გასამართი ლა ლიგის მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა უკვე შეარჩია. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, გუნდში მცირე ცვლილებებია მოსალოდნელი.
დაცვა და ნახევარდაცვა
ტიბო კურტუას ადგილი კარში გარანტირებულია - დაუწერელი კანონის თანახმად, სანამ ის ჯანმრთელადაა, ყოველთვის ძირითადში თამაშობს. დაცვის ხაზში მოსალოდნელია მარკ კუკურელიას სადებიუტო მატჩი მარცხენა მცველის პოზიციაზე, მარჯვნივ დენზელ დუმფრისი იმოქმედებს, ხოლო ცენტრში ადგილებს კონე და ჰუისენი შეინარჩუნებენ.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ტრავმირებული ჩუამენის არყოფნაში ფედე ვალვერდესთან ერთად სასტარტოში თამაშის მეტი შანსი ბერნარდუ სილვას აქვს, რომელიც ამ ეტაპზე ედუარდო კამავინგას სჯობს.
მთავარი დილემა და თავდასხმა
მოურინიოს ერთადერთი თავსატეხი მარჯვენა ფლანგს უკავშირდება. არდა გულერისა და დიომანდეს შორის ძირითადში მოხვედრისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მართალია, მწვრთნელს შეუძლია გულერი ოდნავ სიღრმეში დახიოს და ფლანგზე სივრცე დიომანდეს მისცეს, თუმცა ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. ამ დროისთვის მცირე უპირატესობას თურქი ფეხბურთელი ფლობს.
დანარჩენი შემტევი პოზიციები უცვლელია: ჯუდ ბელინგემი, ვინისიუს ჟუნიორი და კილიან მბაპე. როდესაც ისინი ფორმაში არიან, მოედანზე ყოველთვის გადიან.
მადრიდის რეალის სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: კურტუა
მცველები: დუმფრისი, კონე, ჰუისენი, კუკურელია
ნახევარმცველები: ვალვერდე, ბერნარდუ სილვა
შემტევები: გულერი (ან დიომანდე), ბელინგემი, ვინისიუსი, მბაპე