ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როდრიგო დე პაული კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ატლეტიკო მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღებს.
დე პაული ინტერ მაიამისთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მომდევნო დღეებში მხარეები ფორმალურ ნაბიჯებს გაივლიან და ტრანსფერი გაოფიციალურდება.
31 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ატლეტიკოში 2021 წელს იტალიური უდინეზედან გადავიდა.
დე პაული 2018 წლიდან არგენტინის ნაკრების წევრია და 78 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო, 2022 წელს ალბისელესტესთან ერთად ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.