UFC-ის ქვესაშუალო წონის ვეტერანი, ტიმ მინსი, ნიუ-მექსიკოში დააპატიმრეს.
42 წლის მებრძოლს ბრალად ედება არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა. ინციდენტი კვირის დასაწყისში, ოჯახური კონფლიქტის დროს მოხდა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მინსს საკუთარი 17 წლის ქალიშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გოგონას თქმით, კონფლიქტი საოჯახო საქმეების გამო დაიწყო, რა დროსაც მამამ მასზე იძალადა.
დაზარალებულის ჩვენებიდან:
მან ყელში ხელი წამავლო, თავი ჩამარტყა, სახეში მუშტი დამარტყა და კარტოფილი მესროლა
პოლიციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გოგონას ყელზე დახრჩობის კვალი, სახეზე კი სისხლი და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა:
ყელზე ხელის კვალი და სიწითლეები ჩანდა, რაც დახრჩობაზე მიუთითებს. მას სისხლი ჰქონდა ცხვირზე და მის გარშემო, სადაც თავი ჩაარტყეს
ტიმ მინსი პარასკევს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავად სპორტსმენი აღიარებს, რომ შვილთან მწვავე შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ძალა მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენა, რათა გოგონას მასზე თავდასხმა აღეკვეთა.
მინსს UFC-ში 30-ზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ამ ეტაპზე არც მებრძოლს და არც ორგანიზაციას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. გამოძიება გრძელდება.