საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, ლაშა შავდათუაშვილის შესახებ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და მის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.
"თუკი ამ ტურნირზე ჩემი რომელიმე ძიუდოისტის გამორჩევას მთხოვთ, პირველი ლაშა შავდათუაშვილი მახსენდება, თუმცა, როგორც ყოფილი მძიმეწონოსანი, სუბიექტურად გურამ თუშიშვილის ფაქტორს გამოვყოფდი - მისი, როგორც კაპიტნის, როლი ძალიან დიდი იყო. გვიკაპიტნა და ჩემპიონატი ოქროს მედლით დახურა.
სხვა მხრივ, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შავდათუაშვილი ნამდვილი გმირი და ლეგენდაა. არა მხოლოდ ძიუდოისტებისთვის და შიდა წრისთვის, ვინც თვალს ვადევნებთ, ყველა მშრომელი ადამიანისთვის მაგალითია.
ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ, რომ მას მიბაძონ და მაგალითი აიღონ. თავდაუზოგავად შრომობს და შედეგს არ ელოდება 1 ან 2 წელში, უბრალოდ, იცის, რომ ეს შრომა 4-5 წლის თავზე შეიძლება დაუფასდეს და უფასდება კიდეც. მართლაც ტიტანურად შრომობს, ის განსაკუთრებული სპორტსმენია", - თქვა გუჯეჯიანმა ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მფლობელზე, მსოფლიო ჩემპიონსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონზე.
"მიხარია, რომ ჩემი სიტყვები სიტყვებად არ დარჩა" - გუჯეჯიანმა ისტორიული ევრო შეაფასა