ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება.
"მშენებარე ცაგერის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება.
სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა, რაც შექმნის სათანადო პირობებს, როგორც ფეხბურთელებისა და სპორტული გუნდებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. განახლებული სივრცე სრულად იქნება მორგებული თანამედროვე მოთხოვნებსა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის სპეციალურ განცხადებაში.
ნემსაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იკავებდა.
ლეგენდარული ფეხბურთელი 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში, ძილისას განვითარებული გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა.
იბერიას ნაბიჯები გიორგი ნემსაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად