გიორგი კვერნაძის ბრწყინვალე თამაშმა ევროპული კლუბების უდიდესი ყურადღება მიიპყრო - მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ცნობილი სატრანსფერო ექსპერტისა და The Sun-ის ჟურნალისტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, ფროზინონეს ქართველ შემტევს ისეთი გუნდები აკვირდებიან, როგორებიცაა კრისტალ პალასი, ჰალ სიტი, მონაკო, დორტმუნდი, ნაპოლი და რომა.
მზარდი ინტერესის ფონზე, ფროზინონე ფეხბურთელის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე გეგმავს და ზამთარში მისი სხვაგან გადასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია. TUTTOmercatoWEB-ის ცნობით, იტალიურმა კლუბმა კვერნაძეს ხელშეკრულების გახანგრძლივება და ფინანსური პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება უკვე შესთავაზა, შეთანხმების მიხედვით, მისი წლიური ანაზღაურება 200 ათასი ევროდან პირდაპირ 1 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
იტალიურ გუნდს მოსაფიქრებლად და მოსალაპარაკებლად საკმარისი დრო აქვს, რადგან ქართველი ტალანტის 4-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი ძალაში მხოლოდ ზაფხულიდან შევა.