ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო დღე მიმდინარეობს.
დღე საქართველოს სახელით სამმა სპორტსმენმა იასპარეზა.
გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან დაიწყო და მონღოლ ცეცენცენგელ ოდხუს იპონით მოუგო. მომდევნო ეტაპზე ქართველი გვინეელ მუსტაფა ფოფანას დაუპირისპირდა და ისიც იპონით დაამარცხა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ვალერი ენდოვიცკი იყო, რომელთანაც ვაზარით დამარცხდა.
+100 კგ-ში იასპარეზა ირაკლი დემეტრაშვილმაც, რომელიც პირველი ეტაპის გამოტოვების შემდეგ უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, გოლდენ სქორში, იპონით დამარცხდა.
ქალთა +78 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა სოფიო სომხიშვილი, რომელმაც პირველი რაუნდი ასევე გამოტოვა და მეორე ეტაპზე რუს მარია ივანოვასთან იპონით წააგო.
მე-2 ოქრო - რომელ ადგილზეა საქართველო საერთო ჩათვლაში?