ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი მსოფლიო ჩემპიონატზე დანერგილი ჰიდრატაციის შესვენებების წინააღმდეგია.
მისი თქმით, ეს შესვენებები ყველა მატჩში ავტომატურად არ უნდა ხდებოდეს და მათი საჭიროება კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა ფასდებოდეს.
ნიდერლანდებისა და იაპონიის 2-2 დასრულებული მატჩის შემდეგ, ვან დაიკს ჰკითხეს აზრი ამ სიახლის შესახებ, რომელიც თითოეულ ტაიმში თითო პაუზას გულისხმობს.
ნიდერლანდელმა მცველმა განაცხადა:
ვფიქრობ, ჰიდრატაციის შესვენებები მართლაც საინტერესო თემაა. დღემდე თითქმის ყველა მატჩს ვუყურებდი. ჩემი აზრით, ყოველ ჯერზე სარეკლამო ჭრებზე გადასვლა ისეთი რამ არ არის, რაც მესიამოვნებოდა. ვფიქრობ, ტელევიზორთან მყოფი ნეიტრალური მაყურებლისთვისაც ეს მაინცდამაინც სასიამოვნო სანახავი არ არის.
თუ მართლაც ძალიან ცხელა, მაშინ ეს კარგი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ყველა მატჩი ცალკე უნდა შეფასდეს. მგონი, ამ თემაზე უკვე საკმარისი ვთქვი.
მიუხედავად იმისა, რომ პაუზებმა გულშემატკივრებს შორის ბევრი დებატები გამოიწვია, მათ თამაშის ტემპზე დიდი გავლენა არ მოუხდენიათ და ნიდერლანდებისა და იაპონიის მატჩი მაინც საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა.
F ჯგუფში ამ დროისთვის მხოლოდ შვედეთს აქვს მატჩი მოგებული, იაპონია და ნიდერლანდები კი, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.