• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: დომინანტურად - სან ანტონიომ ოკლაჰომა სოლიდურად დაამარცხა
კალათბურთიკალათბურთი

VIDEO: დომინანტურად - სან ანტონიომ ოკლაჰომა სოლიდურად დაამარცხა

25 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 მატჩში, სან ანტონიო სპერსმა ოკლაჰომა სიტი თანდერი 21-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.


საწყის წუთებში OKC 7:8 დაწინაურდა, რაც შეხვედრის განმავლობაში გუნდის წინ ყოფნის ერთადერთი შემთხვევა გამოდგა. ტექსასელებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოუგეს, მესამე მეოთხედში მათმა უპირატესობამ 27 ქულამდეც მიაღწია, საბოლოოდ კი 103:82 გაიმარჯვეს.


ვიქტორ ვემბანიამა მოედანზე საუკეთესო იყო - 33 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა, 3 დაფარება; სტეფონ ქასლმა გამარჯვებულებს 13 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი შეჰმატა; დეივინ ვასელმა - 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი; დე'აარონ ფოქსი კი ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი.


"ვფიქრობ, დაცვაში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ უბრალოდ მათი მსროლელების სათანადოდ აყვანა შევძელით და მათ ბევრი სამქულიანის სროლის საშუალება არ მივეცით. ბოლო მატჩებში ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს და დღეს ამის, სწრაფი თამაშით, არიდებას ვცდილობდით", - ეს დეივინ ვასელის მატჩისშემდგომი შეფასებაა.


მოქმედ ჩემპიონთა შორის, ყველაზე შედეგიანი შაი გილჯეს-ალექსანდერი გახლდათ - 19 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი; ჩეტ ჰოლმგრენს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი.


შედეგად, სერიაში ანგარიში 2:2-ია და მოედნის უპირატესობა ოკლაჰომელებს აქვთ. მომდევნო მატჩი, 27 მაისის 04:30 საათზე, ოკლაჰომაში გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ისევ სან ანტონიოში ითამაშებენ, ხოლო თუკი მე-7 შეხვედრის საჭიროება გახდა, ის ოკლაჰომაში ჩატარდება.


VIDEO: 0:15 ჩამორჩენა და სოლიდური პერფორმანსი - ოკლაჰომამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
გილჯეს-ალექსანდერი
ოკლაჰომა
სან ანტონიო
ვემბანიამა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

•კალათბურთი

კალათბურთი

ოფიციალურად: ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა
•კალათბურთი

კალათბურთი

დურანტი უესტბრუკის კარიერის დასრულებას ეხმაურება

•კალათბურთი

კალათბურთი

დურანტი უესტბრუკის კარიერის დასრულებას ეხმაურება
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

ისტორიული დღე ბარსელონასთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული დღე ბარსელონასთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 აგვ, 2026

ოფიციალურად: ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

News image

13 აგვ, 2026

დურანტი უესტბრუკის კარიერის დასრულებას ეხმაურება

News image

23 აგვ, 2026

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა

News image

23 აგვ, 2026

ისტორიული დღე ბარსელონასთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება