VIDEO: დუეს ლამაზი გოლი - პსჟ ჩემპიონობას მიუახლოვდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ბრესტს უმასპინძლა.
ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა და გუნდის ლიდერები დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შემოსულმა დეზირე დუემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს გარეთ დრიბლინგითა და შემდეგ ლამაზი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
ამ მოგებით პარიზელებმა ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, 73 ქულა დააგროვეს და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მდევარ ლანსს უკვე 6 ქულით უსწრებენ.
შემდეგ ტურში მეორეადგილოსანი ლანსი სწორედ პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.