VIDEO: გამარჯვება ბოლო 14 წამში - შერმადინის ტენერიფემ რეალ მადრიდს სტუმრად მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, ლიგა ენდესას 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რეალ მადრიდი სტუმრად დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
მადრიდელები მეორე პერიოდში 12 ქულითაც დაწინაურდნენ, თამაშის დასრულებამდე 14 წამით ადრე კი 4 ქულით იყვნენ წინ - საბოლოოდ, კანარიელებმა ბოლო 14 წამში ორი 3-ქულიანი ჩააგდეს და დრამატულად გაიმარჯვეს - 98:97.
ტენერიფეს რიგებში შერმადინს ისევ არ უთამაშია, ხაიმე ფერნანდესმა და უესლი ვან ბეკმა 17-17 ქულა ჩააგდეს, ხოლო ტიმ აბრომაიტისსა და აარონ დოორნეკამპს 15-15 ქულა ჰქონდათ.
შერმოს ზედიზედ მესამე შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა - თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ქართველი ცენტრი რეგულარულის 1-ელი და მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ოქტომბერში კი საერთოდ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა.
სერიის მომდევნო მატჩი უკვე ტენერიფეშია - 4 ივნისის 23:00 საათზე.