VIDEO: "იღბლიანი ვარ, რომ თქვენთან ამდენი წელი გავატარე" - მონფილსი AO-ს დაემშვიდობა
20 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგმა ჩოგბურთელმა, გაელ მონფილსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა - მსოფლიოს 182-ე ჩოგან დეინ სვინისთან 4 სეტში დამარცხდა.
"ჩემი აქაური თავგადასავალი 2003 წლიდან დაიწყო და დღეს სრულდება. ბევრი მოგონება და კარგი ემოცია მაქვს, იღბლიანი ვარ, რომ ამდენი წელი თქვენთან ერთად გავატარე. დიდი მადლობა", - აღნიშნა 39 წლის ფრანგმა მატჩის შემდეგ.
მონფილსს AO-ზე საუკეთესო შედეგი 2-ჯერ ჰქონდა - 2016 და 2022 წლებში 1/4 ფინალში გავიდა. ვეტერან ფრანგს კარიერაში 13 ტიტული აქვს მოგებული.