VIDEO: კვერნაძის ასისტი - ფროზინონემ ლიდერთან 2:0-დან მხოლოდ ქულა აიღო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძემ სერია B-ს მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა. მან მოდენასთან მატჩისას ასისტი შეასრულა, ფროზინონემ კი სახლში 2:0-დან მხოლოდ ქულა აიღო.
ქართველმა გარემარბმა ფროზინონელთა ძირითადში სეზონში მერვედ ითამაშა და მატჩის მე-9 წუთზე ილიას კუცუპიასზე საგოლე გადაცემა გააკეთა. 73-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგისთვის 2025-26 წლების სეზონში მეორე საგოლე მოქმედებაა - იტალიის თასზე მონცასთან გამარჯვების გოლი შეაგდო.
12 ტურის შემდეგ, ფროზინონემ 22 ქულა მოაგროვა და ლიდერ მოდენასთან ისევ 3 ქულაშია. მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს, სტუმრად ბარისთან ითამაშებს.