მოახლოებული UFC 317-ის წინ, საჩემპიონო ბრძოლების მსაჯები აირჩნენ.
მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან, უმსუბუქესი დივიზიონის ქამრისთვის კი - ალექსანდრე პანტოჟა და კაი კარა-ფრანსი.
ნევადას შტატის კომისიამ 29 ივნისს ლას ვეგასში გასამართი ღონისძიების მსაჯები დაამტკიცა. ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლას მარკ გოდარდი განსჯის. შემფასებელი მსაჯები კი დერეკ კლერი, სალ დ'ამატო და კრის ლი იქნებიან.
პანტოჟასა და კარა-ფრანსის ბრძოლას კი ჰერბ დინი მოემსახურება, დაპირისპირებას კი მაიკ ბელი, ბეკ კარტილეჯი და რონ მაკკარტი შეაფასებენ.
თოფურია-ოლივეირას დამზღვევი მებრძოლი ცნობილია