• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
34 გიჟური ფაქტი მუნდიალის მეოთხედფინალებიდან
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

34 გიჟური ფაქტი მუნდიალის მეოთხედფინალებიდან

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო თასის მეოთხედფინალები დასრულდა - 14 ივლისიდან მუნდიალი ნახევარფინალებით დაგვიბრუნდება. დღევანდელ ბლოგში მეოთხედფინალურ მატჩებში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკებს შემოგთავაზებთ.


ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი გახდნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებმაც ერთ მსოფლიო თასზე 6+ გოლის გატანა ერთი ნაკრებიდან შეძლეს. მიმდინარე მუნდიალზე ინგლისელებს 6-6 გოლი უგროვდებათ.


ინგლისის ნაკრებმა 2018 წლიდან ოთხი დიდი ტურნირის ( მუნდიალი/ევრო) ნახევარფინალი ითამაშა, რაც იმდენივეა რაც მთელ ისტორიაში, 2018 წლამდე დაფიქსირებული შედეგი.


23 წლისა და 12 დღის ჯუდ ბელინგემი მეორე ყველაზე პატარა ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის ფლეი-ოფის მოგებულ მატჩში 2+ გოლი გაიტანა - ინგლისელი მხოლოდ პელეს ჩამორჩება (17 წლის და 249 დღის).


ინგლისს ნორვეგიის წინააღმდეგ მეორე ტაიმში კარში არ დაურტყამს - ჯამური მოსალოდნელი გოლების რაოდენობა 0,27 ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მეორე ტაიმში მიმდინარე მსოფლიო თასზე.


ჰარი კაინმა ნორვეგიის წინააღმდეგ თავისი 120-ე შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ნაკრების მაისურით და ამ მაჩვენებლით უეინ რუნის გაუთანაბრდა - მათზე წინ მხოლოდ ლეგენდარული პიტერ შილტონია 125 მატჩით.


მარკ გეჰის მიმდინარე მსოფლიო თასზე ყველაზე მაღალი წარმატებული დუელის პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 79% (23/29).


ინგლისის ნაკრებმა ტომას ტუხელის თავკაცობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 20 მატჩიდან 16 მოიგო - 80%-იანი მოგების მაჩვენებელი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით ყველა მთავარ მწვრთნელს შორის, რომელთაც 10 მატჩზე მეტი ჩაუტარებია.


ინგლისის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე ორივე მატჩი მოიგო რომლებშიც პირველი გოლი გაუშვა, როცა მსგავსი წინა 23 შემთხვევიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლეს.


ინგლისი გახდა პირველი ნაკრები 2024 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ, რომელსაც ერლინგ ჰოლანდმა ოფიციალურ მატჩში ვერ გაუტანა - ბოლოს ვიკინგის შეჩერება ავსტრიელებმა შეძლეს.

ინგლისის ნაკრებს მოგებების 76%-იანი მაჩვენებელი აქვს, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა - ეს ინგლისის ნაკრების გამარჯვებების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში ნებისმიერი მოქმედი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდში.



1994 წლის შემდეგ პირველად, ფინალურ ოთხეულში ფიფას რეიტინგის 3+ წარმომადგენელია - წლევანდელ შემთხვევაში ნახევარფინალების ოთხივე წევრი პირველი ოთხი პოზიციიდანაა. 


1. საფრანგეთი

2. არგენტინა

3. ესპანეთი

4. ინგლისი

მიმდინარე მსოფლიო თასზე მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა 19 გოლი გაიტანეს, რაც მსოფლიო თასების ისტორიაში ერთი გუნდის საუკეთესო შედეგია.


მადრიდის რეალი 2026 - 19. 

ბუდაპეშტის ჰონვედი 1954 - 18.

მიუნხენის ბაიერნი 2014 - 18.

პსჟ 2022 - 18.

რეიმსი 1958 - 17.


ეს მუნდიალების ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ოთხივე მეოთხედფინალისტი ტურნირის გამარჯვებულია. პირველი ორი შემთხვევა 1970 და 1990 წლებში დაფიქსირდა.


მიმდინარე მსოფლიო თასზე დარტყმული 60 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 39 გავიდა  (პენალტების სერიის ჩათვლით) - ეს ბოლო 60 წლის განმავლობაში ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი რეალიზაციის მაჩვენებელია -65%.

ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 54 საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა (33 დარტყმა, 21 შექმნილი საგოლე მომენტი), რაც ერთ მუნდიალზე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია 1986 წლის შემდეგ - მექსიკაში გამართულ მსოფლიო თასზე იგივე შედეგი დიეგო მარადონამ დააფიქსირა.


ხულიან ალვარესმა თავისი მეხუთე გოლი გაიტანა მუნდიალზე, არგენტინელის გოლებიდან ყველა ფლეი-ოფის სტადიაზე მოდის, რითაც ის დიეგო მარადონას გაუთანაბრდა - პლეი-ოფში ყველაზე გამტანი არგენტინელი ლიონელ მესია 7 გოლით.


არგენტინამ 13 მატჩიდან მსოფლიო თასებზე, რომლებიც დამატებით დროში გადავიდა ( პენალტების სერიის ჩათვლით) 11 მოიგო.


ბრილ ემბოლო გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო თასზე სიმულაციისთვის გააძევეს - ბოლოს მსგავსი დარღვევისთვის წითელი ბარათი ასამოა გიანმა მიიღო 2006 წელს ბრაზილიის წინააღმდეგ.


ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 20 ისეთი გადაცემა შეასრულა, რომელთაც თანაგუნდელის დარტყმა მოჰყვა. მესი პირველი ფეხბურთელია 1966 წლის შემდეგ, რომელმაც ეს შედეგი სამ სხვადასხვა მუნდიალზე დააფიქსირა (21 - 2022, 24 - 2014).

მესიმ 10 საგოლე გადაცემა ათ სხვადასხვა მოთამაშეს გაუკეთა - არგენტინელი ასევე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო თასებზე 10 საგოლე გადაცემა დააგროვა.


ბოლო ორი მუნდიალის მანძილზე მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა განახორციელა 20+ დრიბლინგი და გამოიმუშავა 20+ ჯარიმა - აზედინ უნაი და ლიონელ მესი.




მიკელ მერინო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შეცვლაზე შესვლის შემდეგ ორ საპლეიოფო მატჩში გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი.


ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მთავარ მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა წაგების გარეშე - 13 (11 მოგება, 2 ფრე).


როდრიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მესამედში 62 ხაზგამჭრელი გადაცემა შეასრულა, რაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ - ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე იგივე შედეგი ტონი კროოსმა დააფიქსირა.


ლამინ იამალმა მეექვსე მატჩი ჩაატარა მსოფლიო თასზე, რაც 18 წლის ან ქვემოთ მყოფ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია.



კილიან მბაპემ მუნდიალებზე ჩატარებული 20 შეხვედრიდან 17 შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა, რაც ყველა დროის საუკეთესო მოგების პროცენტული მაჩვენებელია მათ შორის, ვისაც 15+ მატჩი ჩაუტარებია.


მბაპემ და დემბელემ მიმდინარე მუნდიალზე ერთმანეთს 19 შანსი შეუქმნეს (10 მბაპემ დემბელეს, 9 დემბელემ მბაპეს) რაც ბოლო 60 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელია ფრანგულ დუეტებს შორის - კილიანმა და უსმანმა ალან ჟირესისა და მიშელ პლატინის შედეგი გააუმჯობესეს (18).


კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელია ბოლო 60 წელიწადში, რომელმაც ორ სხვადასხვა მუნდიალზე 10+ გოლში მიიღო მონაწილეობა.
2022: 8 გოლი, 2 საგოლე გადაცემა. 2026: 8 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.


ბმაპეს 11 გოლში მონაწილეობა საუკეთესო მაჩვენებელია გერდ მიულერის შედეგის შემდეგ - გერმანელმა 1970 წელს 10 გოლი გაიტანა  და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კილიან მბაპემ მუნდიალებზე 8-ჯერ გაიტანა მატჩის მომგები გოლი, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.



იასინ ბუნომ მსოფლიო თასზე მეოთხე პენალტი მოიგერია (პენალტების სერიების ჩათვლით), რითაც 1966 წლის შემდეგ მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელს გაუთანაბრდა.


მუნდიალზე ბონოს კარში დარტყმული 9 პენალტიდან მხოლოდ 2 გავიდა (4 მოგერიებული, 3 აცილებული).


აიუბ ბუადი გახდა პირველი აფრიკელი თინეიჯერი, რომელმაც მსოფლიო თასზე 5 შეხვედრა ჩაატარა.


ასევე მაროკოელი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში მიიღო მონაწილეობა - 18 წლის და 280 დღის. რეკორდსმენი პელეა - ბრაზილიელი 1958 წელს უელსის წინააღმდეგ 17 წლისა და 239 დღის იყო.




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: დიბალას მომავალი გარკვეულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: დიბალას მომავალი გარკვეულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: მანჩესტერმა ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: მანჩესტერმა ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საუკეთესო მაისური მუნდიალს მიღმა - მაგრიტი და ბელგია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

საუკეთესო მაისური მუნდიალს მიღმა - მაგრიტი და ბელგია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დიდი მატჩის დღე - საფრანგეთი და ესპანეთი მუნდიალის პირველ ფინალისტს გამოავლენენ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დიდი მატჩის დღე - საფრანგეთი და ესპანეთი მუნდიალის პირველ ფინალისტს გამოავლენენ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

ოფიციალურად: დიბალას მომავალი გარკვეულია

News image

3 სთ წინ

ოფიციალურად: მანჩესტერმა ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

News image

2 სთ წინ

საუკეთესო მაისური მუნდიალს მიღმა - მაგრიტი და ბელგია

News image

2 სთ წინ

დიდი მატჩის დღე - საფრანგეთი და ესპანეთი მუნდიალის პირველ ფინალისტს გამოავლენენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება