საქართველოს ჩემპიონატის, პირველ და ორ მარტს გასამართი, პირველი ტურის ორი მატჩი - სამგურალი VS კოლხეთი 1913 და დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი - მეტეოროლოგიური პირობების გამო გადადებულია.
ასევე, პირველ მარტს გასამართ მატჩში - ტორპედო ქუთაისი VS გაგრა, შეიცვალა მასპინძელი გუნდი და შეხვედრა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სამგურალი VS კოლხეთი 1913 და დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი - პირველი ტურის გადადებული მატჩები, პირველ აპრილს გაიმართება.
ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ჩემპიონმა იბერიამ სეზონი გამარჯვებით გახსნა
