საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი გამოიკვეთა - ფრანს ლუდეკე.
სოციალური მედია FreeRugby-ის ინფორმაციით, ფრანკ აზემას, პიერ-ანრი ბრონკანისა და უორენ გეთლენდის შემდეგ, სამხრეთ აფრიკელი ბორჯღალოსნების გაწვრთნის კიდევ ერთი კანდიდატია.
57 წლის სპეციალისტი სამხრეთ აფრიკული კლუბების - გოლდენ ლაიონსისა (2001-2006) და ბლუ ბულზის (2008-2015) მთავარი მწვრთნელი იყო, რამდენიმე თვით ფიჯის ნაკრებსაც წვრთნიდა, 2016 წლიდან იაპონური კუბოტა სპირზის დამრიგებელია.
მისი ხელმძღვანელობით, ბლუ ბულზი სუპერ რაგბის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა - 2009 და 2010.
როგორც ვიცით, რიჩარდ ქოქრილმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უკვე დატოვა.
ცნობისთვის, 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფში, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სწორედ სამხრეთ აფრიკაა.