ანხელ დი მარია ინტერ მაიამის ვარსკვლავის, ლიონელ მესის მიერ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
არგენტინელმა ლეგენდამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე მესის გამოსამშვიდობებელი პოსტი გააზიარა და მოკლე, მაგრამ ემოციური წარწერა დაურთო:
მადლობა, მარადიულო კაპიტანო
დი მარიამ და მესიმ 2022 წელს ერთად აღმართეს მსოფლიო ჩემპიონატის თასი, მანამდე კი 2021 წელს კოპა ამერიკა მოიგეს და 2024 წელს ამ ტურნირის ჩემპიონები კიდევ ერთხელ გახდნენ. თავად დი მარიამ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება სწორედ 2024 წლის კოპა ამერიკის ტრიუმფის შემდეგ მიიღო.
BREAKING: ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა