ბარსელონას ექვსმა ფეხბურთელმა შეძლო ამ სეზონში 10 ან მეტი გოლის გატანა.
შედარებისთვის, ევროპის ტოპ 5 ლიგებში არცერთ გუნდს ასეთი სამზე მეტი ფეხბურთელი არ ჰყავს.
ელჩეს კარში ამ სეზონში თავისი მე-10 გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა და ამ ჩამონათვალში ბარსელონას უპირატესობა ევროპის სხვა გუნდებთან კიდევ უფრო გაზარდა.
ბარსას მაისურით 10 ან მეტი გოლის გატანა ამ სეზონში შემდეგმა ფეხბურთელებმა მოახერხეს.
ფერან ტორესმა (16), რაფინიამ (13), ლამინ იამალმა (13), ლევანდოვსკიმ (12), ფერმინ ლოპესმა (10) და ახლა უკვე რაშფორდმაც (10).