საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-2 დივიზიონის 1/4 ფინალში, უკრაინის ნაკრები 11-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 20:9.
ჩვენმა გუნდმა მეტოქეს პირველი ორი მეოთხედი 1-1 ბურთით მოუგო, მესამე მეოთხედიდან კი სრულად დომინირებდა, უპირატესობა გაამყარა, ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ვატო დადვანი, რომელმაც უკრაინელებს 5 გოლი გაუტანა. 2-2 გოლი საბა ტყეშელაშვილმა, ნიკა შუშიაშვილმა, გიორგი მესხმა და ველიკო ტანკოსიჩმა შეაგდეს, ხოლო თითოჯერ თავი ანდრია ბითაძემ, ხვიჩა ჯახაიამ, იოვან სარიჩმა, ბესარიონ ახვლედიანმა, ლუკა ჩიქოვანმა, სტეფან პიეშივაცმა და ანდრია ვლაჰოვიჩმა გაიტანეს.
საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე იქნება გერმანია, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიას 14:11 აჯობა. თამაში 12 აპრილს, 20:00 საათიდან დაიწყება.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდება და თუკი გერმანელებს მოუგებს, ეს მიზანი მიღწეული იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
დამაჯერებლად მოიგეს! - ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოს 1/4 ფინალში გავიდა
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია