პეპ გვარდიოლას სერ ჯიმ რეტკლიფის იმიგრაციასთან დაკავშირებულ კომენტარზე ჰკითხეს.
„მე დიდ პატივს ვცემ სერ ჯიმს, გამიმართლა, რომ მას შევხვდი. ვფიქრობ, მან განცხადება გააკეთა და ბოდიში მოიხადა.
არ ვაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც მან თქვა… მაგრამ მთელ მსოფლიოში პრობლემები, რაც ყველა ქვეყანაში გვაქვს ისაა, რომ იმიგრანტებს ისე ვექცევით, თითქოს ისინი იყვნენ ჩვენი ქვეყნების პრობლემების მიზეზი. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი პრობლემაა.
ის ფაქტი, რომ მე კატალონიელი ვარ და თქვენ ბრიტანელი, რა გავლენა გვაქვს იმაზე, სად დავიბადეთ? ვფიქრობ, ყველას სურს უკეთესი ცხოვრება, უკეთესი პერსპექტივები საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის… ზოგჯერ შესაძლებლობები ჩნდება იმ ადგილას, სადაც დაიბადე, ან იმ ადგილას, სადაც მიდიხარ. ადრე მოგზაურობა ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ერთ საათში შეგიძლია ნებისმიერ ადგილზე მოხვდე.
საიდანაც ვიწყებთ, შენი კანის ფერი ან ის, სად დაიბადე, მნიშვნელობას არ უნდა ატარებდეს. ამ საკითხზე ბევრი სამუშაო გვაქვს. ის ფაქტი, რომ მე კატალონიელი ვარ, არ ნიშნავს, რომ შენზე უკეთესი ვარ.
ადამიანების უმეტესობა საკუთარ ქვეყანას პრობლემების გამო ტოვებს და არა იმიტომ, რომ წასვლა სურთ. რაც უფრო გულწრფელად და ნამდვილად მივიღებთ სხვა კულტურებს, მით უკეთესები გავხდებით. უკეთესი საზოგადოება გვექნება. ამაში ეჭვი არ მეპარება.“ - განაცხადა მანჩესტერ სიტის თავკაცმა.
„დიდი ბრიტანეთი კოლონიზებულია", — მანჩესტერის თანამფლობელი განცხადების გამო შარში გაეხვა