იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ევროპული ღამე თბილისში, დვალიშვილის ბრძოლა და ქართველები ლიგაზე - ქართველების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული
UFCUFC

ევროპული ღამე თბილისში, დვალიშვილის ბრძოლა და ქართველები ლიგაზე - ქართველების კვირა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქართველი სპორტის გულშემატკივრისთვის ნამდვილად საოცარი კვირა დაიწყო - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ლეგიონერების თამაშს თბილისური ევროპული ღამე მოჰყვება, ხოლო კვირას მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა დაასრულებს. დღევანდელ ბლოგში ამ კვირაში გასამართ ამ და სხვა საინტერესო ქართულ მოვლენებზე მოგიყვებით.


ჩემპიონთა ლიგა


ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს 4 წარმომადგენელი ჰყავს - ამ ტურში ორი მათგანის გუნდი ერთმანეთის პირისპირ ითამაშებს. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალისა და გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის შეხვედრა სამშაბთს, 20 ოქტომბერს, 23:00-ზე ენფილდზე გაიმართება. 


მერსისაიდელებს საშინაო მატჩში კონორ ბრედლი, ჰუგო ეკიტიკე, ჟერემი ფრიმპონგი და დომინიკ სობოსლაი არ ეყოლებათ, ყვითელი წყალქვეშა ნავი კი მხოლოდ ნიკოლა პეპეს მოისაკლისებს. ქართველი კიპერი დიდი ალბათობით კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება, ხოლო მიქაუტაძის ძირითადში თამაში კი საკმაოდ სავარაუდოა.


ლივერპული და ვილიარეალი ერთმანეთს ბოლოს 2021/22 წლების სეზონის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 5:2 იმარჯვეს და ლიგის ფინალში გავიდნენ.



ტურის მთავარი მატჩი პარიზში გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პარკ დე ფრანსზე ბარსელონას მიიღებს და ჰანსი ფლიკის გუნდს სეზონში პირველი მარცხი აგემოს. კატალონიელები პარიზს თერთმეტმატჩიანი მოგებათა სერიითა და საოცარ ფორმაში მყოფი ლამინე იამალით სტუმრობენ. 


ლუის ენრიკეს ბარსასთან მატჩში ნუნო მენდეში დააკლდება, ჰანსი ფლიკის განკარგულებაში კი რუნი ბარდაგჯი, ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია და ჟულს კუნდე არ იქნებიან.


ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში გადაბარგების შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. გასული სეზონის ლიგის ფაზის შეხვედრაში ბარსელონა პსჟ-სთან შინ 2:1 დამარცხდა - ქართველმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. პსჟ-სა და ბარსელონას მატჩი სამშაბათს, 20 ოქტომბერს, 23:00-ზე გაიმართება.



კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეა ირაკლი აზაროვია.  დონეცკის შახტარი გასვლაზე ინტერს დაუპირისპირდება - მატჩი ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს 23:00-ზე გაიმართება.

ევროპული ღამე თბილისში - იბერია 1999 v მიალბი


22 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ევროპული საკლუბო ტურნირის ჰიმნი გაისმება - 22 ოქტომბერს, კონფერენს ლიგის მეორე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სადაც იბერია შვედურ მიალბის დაუპირისპირდება. 


თბილისური გუნდი პირველ ტურში გასვლაზე ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან დამარცხდა, ხოლო მიალბიმ შინ ანდორული ინტერი დაამარცხა - იბერიასა და მიალბის მატჩზე ვრცლად მატჩის პრევიუში მოგიყვებით.


მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. ბილეთები შეიძინეთ აქ


10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოხვიდე 22-ში თამაშზე



დვალიშვილი v იანი 3


ქართული სპორტული მოვლენებით დატვირთულ კვირას მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა დახურავს - ტრილოგიის მესამე ნაწილი შაბათს, 24 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება.


UFC 333 ნამდვილად წლის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული მოვლენაა - გაერთიანებული საამიროების დედაქალაში ორი სატიტულო ბრძოლა გაიმართება. მთავარ ბრძოლაში ლეგენდარული ალექსნადერ ვოლკანოვსკი მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება, ქვემთავარ ბრძოლაში კი ქართველი მანქანა პიოტრ იანთან რევანშსა და ქამრის დაბრუნებას შეეცდება.


ღონისძიების მთავარი ეტაპი 20:00-დან დაიწყება - მერაბ დვალიშვილის ბრძოლასა და მთლიან ქარდზე კი ვრცლად UFC 333-ის პრევიუში მოგიყვებით.


წაიკითხეთ: დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგა
იბერია 1999
კონფერენს ლიგა
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იბერიას წინააღმდეგ შესაძლოა სერხიო რამოსმაც ითამაშოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერიას წინააღმდეგ შესაძლოა სერხიო რამოსმაც ითამაშოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინია კვარას ფორმაზე: "ყველას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინია კვარას ფორმაზე: "ყველას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

იბერიას წინააღმდეგ შესაძლოა სერხიო რამოსმაც ითამაშოს

News image

11 სთ წინ

ვიტინია კვარას ფორმაზე: "ყველას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები"

News image

8 სთ წინ

ბარსელონას სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

News image

7 სთ წინ

VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება