შოტლანდიის პრემიერშიპის ფინალი წარმოუდგენელი დრამითა და ქაოსით დასრულდა.
41-წლიანი გლაზგოური დომინაციის დასასრული? - სიგიჟე შოტლანდიურად
სელტიკმა სეზონის ბოლოს, უშუალო კონკურენტ ჰართსთან მატჩში, ხელიდან გამოსტაცა საჩემპიონო ტიტული მეტოქეს და ზედიზედ მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
დერეკ მაკინესის გაწვრთნილი ჰართსი, რომელიც სატურნირო ცხრილს სექტემბრის ბოლოდან ლიდერობდა და 66 წლის განმავლობაში პირველ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს დანიშნულმა საეჭვო პენალტმა, რომელიც არნე ენგელსმა გაიტანა და ჰართსს გაუთანაბრა, მატჩის ბოლო წუთებზე კი დაიზენ მაედას გოლმა ვითარება სელტიკის სასარგებლოდ შემოატრიალა. საბოლოო წერტილი კალუმ ოსმანდმა დასვა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა გოლი და სელტიკს 3-1 გამარჯვება მოუტანა. ამ წარმატებით სელტიკისა და რეინჯერსის დომინაცია შოტლანდიურ ფეხბურთში 41 წლამდე გაიზარდა.
ეს გამარჯვება განსაკუთრებით ემოციური გამოდგა სელტიკის 74 წლის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, მარტინ ონილისთვის, რომელიც კლუბში იანვარში, ვილფრიდ ნანსის წარუმატებელი 8-მატჩიანი ვოიაჟის შემდეგ, დროებით მენეჯერად დაბრუნდა და გუნდთან ერთად საჩემპიონო ტიტული იზეიმა.
ოსმანდის გოლის შემდეგ სელტიკის ასობით გულშემატკივარი მოედანზე გადაიჭრა. უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, ჰართსის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მოედნის სასწრაფოდ დატოვება მოუწიათ, კაპიტანი შენკლენდი კი პოლიციის ესკორტით გაიყვანეს, რადგან გულშემატკივრები სტუმარ მოთამაშეებს ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებოდნენ. დამარცხებული გუნდი მატჩის დასრულებიდან 10 წუთში უკვე ავტობუსით ტოვებდა სტადიონს.
სელტიკისთვის ეს ბოლო 15 წელიწადში მე-14 ჩემპიონობაა, ჰართსის 66-წლიანი მოლოდინი კი კვლავ გრძელდება.