მადრიდის რეალთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, მან სიტის ლიდერმა, ერლინგ ჰალანდმა მწუხარება გამოთქვა, რომ კილიან მბაპემ თამაში ტრავმის გამო გამოტოვა.
VIDEO: ალონსოს ბოლო მატჩი რეალში? სიტი ბერნაბეუდან გამარჯვებული მიდის
ფრანგი შემტევი განაცხადში მოხვდა, თუმცა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
„რა თქმა უნდა ველოდით, რომ მბაპე დღეს ითამაშებდა და გვეწყინა, რომ ვერ ითამაშა, რადგან ასეთ მატჩებში ყოველთვის საუკეთესოების წინააღმდეგ გვინდა თამაში." - აღნიშნა ნორვეგიელმა.
აღნიშნული შეხვედრა სიტიმ ჰალანდის გოლით მოიგო, რომელიც ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტიდან გაიტანა.