ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ისტორიული მატჩის მონაწილეები - ოთარ კიტეიშვილი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ისტორიული მატჩის მონაწილეები - ოთარ კიტეიშვილი

17 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლუქსემბურგთან ისტორიულ მატჩამდე 4 დღე რჩება.

 

დროა განვიხილოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის ოთარ კიტეიშვილის ფორმა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.

 

ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-6 სეზონს ატარებს. მისი შტურმი კი 22 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-2 ადგილზეა და ცხრილის ლიდერ ზალცბურგს 4 ქულით ჩამორჩება, ასე რომ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

 

კიტეიშვილმა ჩემპიონატის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 3-ჯერ კვირის გუნდშიც მოხვდა.

 

 

ოთარის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან 3 გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, 1 კი თავით. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ლიდერ ზალცბურგთან გოლი იყო, რომლითაც ქართველმა გრაცის შტურმს ქულა მოუტანა.

 

შტურმმა ამ სეზონში ევროტურნირებზეც მიიღო მონაწილეობა. გუნდმა ასპარეზობა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო, სადაც მეტოქეებად ლისაბონის სპორტინგი, პოლონური რაკოვი და ბერგამოს ატალანტა ჰყავდა.

 

კიტეიშვილმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა, გრაცელებმა კი ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგის პლეიოფში გადაინაცვლეს, სადაც მათი მეტოქე ბრატისლავის სლოვანი იყო.

 

ავსტრიულმა გუნდმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 5-1 დაამარცხა, ქართველი ნახევარმცველი კი გამორჩეული პირველ შეხვედრაში იყო, სადაც პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა ზუსტად. შემდეგ ეტაპზე მეტოქე უკვე ლილი იყო, სადაც შტურმი ასპარეზობას გამოეთიშა. კიტეიშვილი პლეიოფის ოთხივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

 

ოთარის საშუალო შეფასება სამივე ტურნირზე 7-ზე მაღალია: ბუნდესლიგა - 7.28, ევროპა ლიგა - 7.06, კონფერენს ლიგა - 7.23.

 

რაც შეეხება კიტეს სანაკრებო კარიერას, მისი დებიუტი 2017 წელს შედგა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 34 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ის 23-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

 

ნახევარმცველმა ბოლო 2 შეხვედრა (შოტლანდია, ესპანეთი) ტრავმის გამო გამოტოვა.

 

კიტეიშვილის როლი ლუქსემბურგთან შეხვედრაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თანაც ის ამ სეზონში, როგორც ვხედავთ, კარგ ფიზიკურ და სათამაშო ფორმაშია, რამაც კიდევ უფრო დიდი უპირატესობა უნდა მოგვცეს ნახევარდაცვის ხაზში.

 

ისტორიული მატჩის მონაწილეები - კვეკვესკირი და ქოჩორაშვილი

ისტორიული მატჩის მონაწილეები - ჯაბა კანკავა

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ისტორიული მატჩის მონაწილეები
ოთარ კიტეიშვილი
ქართული ფეხბურთი
შტურმი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა" - რეკორდსმენი ხარებაშვილის კომენტარი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა" - რეკორდსმენი ხარებაშვილის კომენტარი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლორიას გაცილება და ხარებაშვილის რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლორიას გაცილება და ხარებაშვილის რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს ყველაფერი ფასდაუდებელია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს" - ლორიას ბოლო სანაკრებო კომენტარი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეს ყველაფერი ფასდაუდებელია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს" - ლორიას ბოლო სანაკრებო კომენტარი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ემოციებს" - ნაკრების დებიუტანტი მეკარე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ემოციებს" - ნაკრების დებიუტანტი მეკარე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

"ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა" - რეკორდსმენი ხარებაშვილის კომენტარი

News image

16 სთ წინ

ლორიას გაცილება და ხარებაშვილის რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა

News image

15 სთ წინ

"ეს ყველაფერი ფასდაუდებელია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს" - ლორიას ბოლო სანაკრებო კომენტარი

News image

14 სთ წინ

"სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ემოციებს" - ნაკრების დებიუტანტი მეკარე