რეალისა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა, საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ საინტერესო და რევოლუციური იდეა შესთავაზა.
ესპანელმა მატჩების ოთხ პერიოდად დაყოფის საკითხი წამოსწია.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები თითოეული ტაიმის შუაში წყლის დასალევად 3-წუთიან ოფიციალურ პაუზებს აკეთებენ, რამაც ესპანელს ახალი ფორმატის იდეა გაუჩინა:
„იმის გათვალისწინებით, რომ მატჩების დროს წყლის დასალევად გაკეთებული პაუზები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ თამაშის 25-წუთიან 4 პერიოდად დაყოფა კარგი იდეა იქნებოდა საფეხბურთო შეხვედრებისთვის?
ამ კითხვას თქვენ დასაფიქრებლად გიტოვებთ“, - დაწერა კასილასმა სოციალურ ქსელში.