ლევან ჩოხელმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მომდევნო ბრძოლის კონტრაქტი უკვე გააფორმა.
,,კონტრაქტს ხელი მოვაწერე! 5 დეკემბერს ბრძოლას საუდის არაბეთში ჩავატარებ. " - წერს ქართველი მებრძოლი.
30 წლის ქართველი მებრძოლი, რომელსაც MMA კარიერაში 15 მოგება და 3 მარცხი აქვს, ჩეჩნური წარმოშობის ისლამ დულატოვს დაუპირისპირდება, რომელიც გერმანიის სახელით ასპარეზობს.
MMA კარიერაში 28 წლის დულატოვის ანგარიშზე 12 მოგება და 1 მარცხია. ის UFC-ში Dana White's Contender Series-დან მოხვდა, ორგანიზაციის სადებიუტო ბრძოლაში კი ადამ ფუგიტი პირველივე რაუნდში დაამარცხა.
რაც შეეხება ლევან ჩოხელს, UFC-ში ჩატარებულ სადებიუტო გამოსვლაში ქართველმა ლეონ შაჰბაზიანს 23 წამში დაუმთავრა ბრძოლა.
