საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, სომხეთთან 3:0 მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო.
როგორც მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა განაცხადა, ლოჩოშვილისთვის სანაკრებო პაუზა ამ თვეში დასრულებულია.
„ექიმებმა მითხრეს, რომ სერიოზული არაფერია, თუმცა კვლევებს უნდა დაველოდოთ. ზუსტად ის ვიცით, რომ ლოჩოშვილი განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს. იმედია, დიდხანს უქმობა არ მოუწევს.
სალერნიტანაში ის კარგად თამაშობს და დღესაც საუცხოო დონის მატჩი ითამაშა. მისმა თამაშმა გამახარა და იმედი მაქვს, მოედანს ის სწრაფად დაუბრუნდება." - აღნიშნა სანიოლმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
საპასუხო დაპირისპირება თბილისში, დინამო არენაზე, 23 მარტს გაიმართება.