2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში პოლონეთის დამარცხების შემდეგ, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მაისურაძემ კომენტარი გააკეთა.
"მეკარეს რომ ფეხებში გაუძვრა ბურთი, მანდ ვიგრძენი, რომ გოლი გადიოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, თითოეულ ფეხბურთელს მადლობას ვუხდი თავდადებისა და ბრძოლისთვის, 90 წუთი ვიბრძოლეთ. თითოეული წუთი ბრძოლაში გავატარეთ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი 3 ქულა ავიღეთ. ყველაფერს ვიზამთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ახლა მოვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის." - მაისურაძის სიტყვებს ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საქართველოს U21 ნაკრებმა პოლონეთი ლომინაძისა და გორდეზიანის გოლებით დაამარცხა. მომდევნო მატჩი ჩვენს გუნდს 14 ივნისს, საფრანგეთთან ელის.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ" - სვანაძე პოლონეთთან მატჩის შემდეგ