2024 წლის ნოემბერში ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა ნიკიტა ჰენდის წინააღმდეგ 2018 წლის დეკემბერში, დუბლინის სასტუმროში სექსუალური დანაშაული ჩაიდინა.
ირლანდიელს დაზარალებულისთვის მიღებული ზიანის გამო 250 ათასი ევროს გადახდა დაევალა.
მაკგრეგორს პატიმრობა არ დაემუქრა, რადგან აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად არ იყო კვალიფიცირებული.
კონორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან აღნიშნული საქმე სააპელაციო სასამართლოშიც წააგო.