იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი პირად დეტალებზე მანუელ უგარტეს შეუთანხმდა.
მხარეებმა კონტრაქტის პირობები განიხილეს და მოთამაშეს სურს იუნაიტედში გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.
ახლა მოლაპარაკებები პსჟ-სთან გრძელდება, რადგან საქმეში სხვა კლუბებიც არიან ჩართული.
საინტერესოა, რომ უგარტესა და ლენი იოროს, რომელიც იუნაიტედმა ლილიდან უკვე გაიფორმა, ერთ აგენთი ჰყავთ - პორტუგალიელი ჟორჟე მენდეში.
ასე რომ, უგარტეს მწვანე შუქი მანჩესტერს უკვე აქვს, ახლა კი მთავარი პარიზელებთან შეთანხმებაა, რაც ადვილი არ იქნება, თუმცა ინგლისელები გამოსავლის მოძებნას ცდილობენ.
INEOS-ის ახალ ეპოქაში კლუბმა ორი ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა, ჯოშუა ზირკზე ბოლონიადან და ლენი იორო ლილიდან. წითლები ასევე მიუნხენის ბაიერნიდან მატაის დე ლიხტის შეძენაზეც მუშაობენ.
ოფიციალურად: იორო მანჩესტერის ფეხბურთელია